Фильтр
Все темы

🔴 რა ღირს მშენებლობა საქართველოში?

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა. მონაცემები წლევანდელი აპრილის მდგომარეობას ასახავს.
როგორც საქსტატი წერს:
  • აპრილში მშენებლობის ღირებულება, მარტთან შედარებით, 0.6%-ით გაიზარდა. ეს ძირითადად იმიტომ, რომ სამშენებლო მასალების ფასები 0.5%-ით გაძვირებულა.
  • წინა წლის აპრილთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი 10.8%-ითაა გაზრდილი — ძირითადად იმიტომ, რომ მშენებლობაზე დასაქმებულთა თვიური ხელფასი 37.0%-ით გაზრდილა, ხოლო სამშენებლო მასალები 4.5%-ით გაძვირებულა.

🔴 შალიკოს ძველი „მარგალიტები“ შეახსენეს

ლეიბორისტული პარტიის მამამთავარ შალვა ნათელაშვილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების ერთ-ერთი ინიციატორ-ხელშემწყობია, სოცქსელში წარსული შეახსენეს - უფრო სწორად, წარსულში წარმოთქმული ფრაზა-შედევრები.
არა, რა - ეს კაცი რომ არ იყოს, არ ვიცი, ვინ გაახალისებდა ქართულ პოლიტიკას 😆

🔴 აფეთქება „ბენზოკალონკაზე“

ძლიერი აფეთქება გუშინ, ღამის 23:14 საათზე მოხდა ერევნის გარეუბანში.
აფეთქდა ერევანი-სევანის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა — იმდენად ძლიერი, რომ ალი რამდენიმე კილომეტრში ჩანდა.

🔴 ბაიდენის საცოდაობა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ქვეყნის პირველი ქალბატონი ჯილ ბაიდენი გუშინ საფრანგეთს ეწვივნენ, სადაც ქვეყანა ნორმანდიაში დესანტის გადასხმის 80 წლისთავს აღნიშნავდა.
საზეიმო ცერემენიაზე ისეთი ამბავი მოხდა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
ბაიდენი, ჯერ იყო და, რაღაც უხილავ სკამზე ცდილობდა დაჯდომას, სანამ ცოლმა არ უკარნახა მალულად, ადეი, კაცო, ფეხზე, სკამი არ გიდგასო; მერე იყო და, რატომღაც პუბლიკისგან ზურგით შეტრიალდა და ახლა ბრიჯიტ მაკრონმა უკარნახა ქმარს, არიქა, ჩვენც შევტრიალდეთ, თორემ მოეჭრა თავი ამერიკას, სირცხვილიაო.
აღარ შეუძლია ამ კაცს და რატომ აწვალებენ? 😔

🔴 ვის და რატომ დაუწესდა სანქციები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, ვის და რატომ დაუწესდა ამერიკული სანქციები საქართველოში.

კავკასიის არწივი-2024

აზერბაიჯანში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „კავკასიის არწივი 2024“ მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობენ.
ინფორმაციას ამის თაობაზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ეს სწავლება 2009 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მონაწილე ქვეყნების სპეცრაზმებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთობლივი მოქმედების უნარის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

🔴 ჯაფარას რუსეთთან სავაჭრო კავშირები აწყობს

აწყობს რა, ამბობს, რომ რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის მომხრე არასდროს ყოფილა. პირიქით, მიაჩნია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ოღონდ ერთი პირობით.
აქ მოუსმინეთ, რა პირობას ასახელებს.

🔴 „დარიალზე“ ხალხის ევაკუაცია მოხდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს, დილის 08:36 საათზე საგანგაშო სიგნალო მიიღო დევდორაკის საზომი დეტექტორიდან. ეს მოწყობილობა მდინარის კალაპოტში წყლის დონეს აკონტროლებს და მცირე აწევასაც კი აფიქსირებს.
საგანგებო სამსახურმა მყისიერად გადაამოწმა ინფორმაცია და პარალელურად სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის ევაკუაცია დაიწყო, რომლებიც ამ გამშვებ პუნქტზე არიან დასაქმებული.
გარდა ამისა, პრევენციის მიზნით გადაიკეტა საავტომობილო გზა სოფელ გველეთთან. მოძრაობა ორივე მიმართულებითაა შეზღუდული ყველა სახის ტრანსპორტისთვის.

🔴 „ენჯეოშნიკ“ რუხაძეს მაიდანი სურს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელ გიორგი რუხაძეს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მაიდანი მოხდება.
რატომ ფიქრობს ასე, აგერ ნახეთ.
00:30

🔴 დაკავებულია კიდევ ერთი შანტაჟისტი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვინმე გ.ქ. დააკავა, რომელიც წლების განმავლობაში აშანტაჟებდა გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს.
ახლა, როგორ იყო საქმე:
ეს გ.ქ. თურმე, ხან ნუკრი ჯიოშვილის, ხან ივანე ჯაიანისა და ხანაც სხვა სახელებით, Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფებში განცხადებებს აქვეყნებდა, რომ ფოტოგრაფი იყო და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის გოგონები სჭირდებოდა. ამიტომ მსურველებს ვითომ ფოტოსესიისთვის სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა.
გარდა ამისა, ქალბატონებსაც ეძებდა — ძიძის, მომვლელისა თუ მასაჟისტის ვაკანსიაზე. რაღა თქმა უნდა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
როცა ვინმე გამოეხმაურებოდა, ნუკრი-ივანე ცდილობდა, ისე მიდგომოდა, რომ მისი ნდობა მოეპოვები

🚘 განისაზღვრა „პრავების“ მოქმედების ვადა

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტომ ავტომობილის მართვის მოწმობის ვადები განსაზღვრა - კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მიხედვით .
უწყების ცნობით:
  • AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობებს 15 წლიანი მოქმედების ვადა აქვს;
  • C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E და ტრამვაის კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობებს — 5 წლიანი;
რაც შეეხება საერთაშორისო მართვის მოწმობებს, მათი მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით (განურჩევლად კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა).
სააგენტოს ცნობით, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდის ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი. ოღონდ ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა
00:04
ავტომობილები
286 просмотров

🔴 ოპოჟურნალისტები დაასანქცირეს

ორი ოპოზიციური არხის, „მთავარისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს - ნინი ბალანჩივაძესა და სოფო გოზალიშვილს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერდათ. აქედან პირველი (როგორც თავადვე წერს) პარლამენტში ერთი თვე ვეღარ შევა, ხოლო მეორე - ექვსი თვე.
ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ მათ დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს აღება სცადეს, რაზეც უარი მიიღეს. ამასთან დეპუტატმა გააფრთხილა ჟურნალისტები, რომ მათ, პარლამენტში მოქმედი წესების თანახმად, ინტერვიუზე უარის შემდეგ გამოკიდება-დადევნების უფლება არ ჰქონდათ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დასანქცირდებოდნენ.
და ასეც მოხდა. „მთავარისა“ და „ფორმულას“ წარმომადგენლები არ დაემორჩილნენ წილოსანს, მაინც სცადეს უკან დადევნება და კითხვებზე

🔴 ამდევნებელი ჩივილს აპირებს

მოქალაქე დათა კუპრავა, რომელიც ორიოდე დღის წინ აედევნა პარლამენტარ ნინო წილოსანს (ასეა ნათქვამი დეპუტატის სარჩელში) და შუა ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (მოღალატე და, თუ არ ვცდები, მონაც ეძახა), დღეს მაგისტრატ მოსამართლესთანაა დაბარებული ჩვენების მისაცემად.
ვინც არ იცით, ეს მაგისტრატი მოსამართლე იგივეა, რაც წარსულში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე იყო.
ამის შემდეგ კუპრავა თავად აპირებს წილოსანისთვის ჩივილს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასა და პროკურატურაში ცრუ დასმენის ბრალდებით. იმიტომო რომო, სპეციალურად კი არ ავდევნებივარ, არამედ შემთხვევით გადავეყარე ქუჩაში და ამის დამადასტურებელი „ორი სავსე ხელი“ მტკიცებულება მაქვსო.
აგერ, ბატონ
00:40

🔴 გაერომ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 4 ივნისს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო - ანუ, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ამ ძირძველი რეგიონებიდან გამოდევნილ 295 831 პირეს უკან დაბრუნების უფლება აქვს.
როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, აუცილებელია განრიგის შემუშავება იმისათვის, რომ საქართველოში კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ, ღირსეულად და შეუფერხებლად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 9, ხოლო 53-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.
მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ:
  • ბელარუსი
  • რუსეთი
  • ბურუნდი
  • კუბა
  • ჩრდილოეთ კორეა
  • მალი
  • ნი

🇹🇷 თურქეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ცენტრალურ თურქეთში სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ორი პილოტი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყება წერს, კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

🔴 იწყება მოსახლეობის აღწერა

საქართველოში მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.
აღნიშნულის შესახებ დღეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა ბრიფინგზე.
აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება.
✅ პირველი ეტაპზე − 14-23 ნოემბერს, ქვეყნის მოსახლეობა თვითრეგისტრაციას გაივლის. ანუ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს სპეციალურად შექმნილ ვებპლატფორმაზე.
✅ მეორე ეტაპზე, რომელიც 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, უკვე საქსტატის მიერ მომზადებული 11 000-მდე ადამიანი დაივლის კარდაკარ და მოსახლეობას უშუალოდ გამოკითხავს.
არსებობს ერთი გამონაკლისი: იმის გამო, რომ

🔴 ევროპარლამენტში არჩევნები იწყება

ევროპის კავშირის ქვეყნების მოსახლეობამ - დაახლოებით 448 მილიონმა ადამიანმა, ევროპარლამენტის 720 წევრი უნდა აირჩიოს.
კავშირის წევრ ქვეყნებს სხვადასხვა რაოდენობის ევროპარლამენტარის არჩევის უფლება აქვთ - ეს თითოეული ქვეყნის მოსახელობის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ეს ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
  • ბელგია - 22 პარლამენტარი,
  • ბულგარეთი - 17
  • ჩეხეთი - 21
  • დანია - 15
  • გერმანია - 96 (ყველაზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებს შორის)
  • ესტონეთი - 7
  • ირლანდია - 14
  • საბერძნეთი - 21
  • ესპანეთი - 61
  • საფრანგეთი - 81
  • ხორვატია - 12
  • იტალია - 76
  • კვიპროსი - 6
  • ლატვია - 9
  • ლიეტუვა - 11
  • ლუქსემბურგი - 6
  • უნგრეთი - 21
  • მალტა - 6
  • ნიდერლანდები - 31
  • ავსტრია - 2

🔴 „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერთა სრული სია

🔴 ზურაბიშვილის გაფრთხილება

გუშინ, 3 ივნისს, პრეზიდენტის სასახლეში „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა გაიმართა.
ოპოზიციურმა პარტიებმა - ზოგმა დიდმა და ზოგმაც ლამის მართლაც ერთკაციანმა - სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებული გეგმა მოიწონეს და თავიანთი ერთიანობა (და არა გაერთიანება) ხელმოწერით დაადასტურეს.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ქარტიაზე ხელმომწერებს და სხვა ყველაფერთან ერთად საპენსიო ფონდსაც შეეხო. ზურაბიშვილმა სასახლეში შეკრებილი საზოგადოება გააფრთხილა, რომ მთავრობა საპენსიო ფონდზე „თათის დადებას“ გეგმავს.
იხილეთ ვიდეო:

🔴 ვინ აწერს ხელს ქართულ ქარტიას

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას" ხელი უკვე მოაწერა. ნაწილი კი ქარტიას დღის განმავლობაში შეუერთდება.
ამ დროისათვის „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოწერილი აქვთ:
  • პარტია „ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელიას;
  • „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს;
  • „დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიას;
  • „ლელოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძეს;
  • „სამართლიანობისთვის" ლიდერ ეკა ბესელიას;
  • „კანონი და სამართლის" ლიდერ თაკო ჩარკვიანს;
  • „მოქალაქეების" წევრ ქეთევან თურაზაშვილს;
  • „ევროპელი დემოკრატების" ლიდერ პაატა დავითაიას;
  • მოძრაობა „ხალხისთვის" წევრ კახაბერ დვალიშვილს;
  • „მწვანეების" ლიდერ გია გაჩეჩილაძეს.
ცნობილია,
Показать ещё