Фильтр
Все темы

📊საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ გასული ექვსი თვის განმავლობაში (2024 წლის იანვარ-მაისში) საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 419.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია.
ამ ექვს თვეში:
  • ექსპორტის მოცულობამ 2 274 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 9.2%-ით შემცირდა;
  • იმპორტის მოცულობა - 6 145.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ გაიზარდა 0.5%-ით.
საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3 872.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.0 პროცენტია.
განმარტებისთვის:
სავაჭრო ბალანსი არის განსხვავება იმ საქონლისა და მომს

🇦🇲 რა ხდება სომხეთში

ჩვენს მეზობელ სომხეთში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - მოსახლეობა აზერბაიჯანისთვის ტერიტორიულ დათმობებს აპროტესტებს.
ხელისუფლება იძულებული გახდა, აქცია ძალის გამოყენებით დაეშალა.
01:36
სომხეთი
196 просмотров

🔴 მეტეორიტების ცვენა

ალმატის თავზე მოსახლეობამ წუხელ ღამით (დაახლოებით 2:30-3:00 საათზე) მეტეორიტების ცვენა შენიშნა.
ადგილობრივებმა მოვლენის ამსახველი არაერთი ვიდეო გადაიღეს და სოცქსელებშიც გამოაქვეყნეს. იქვე დაწერეს, ამაზე ხელისუფლებისგან განმარტებას ველოდებითო.
მაგრამ ჯერჯერობით იმაზე, თუ რა მოხდა, ოფიციალური ვერსია არ გავრცელებულა.
00:19
IMG_9295
132 просмотра

⚽ ქართული ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში, ფელბერტში, ღია ვარჯიში გამართეს, რა დროსაც ტრიბუნები სავსე იყო ქართველი გულშემატკივრებით.
მომდევნო ვარჯიშს ჩვენი ნაკრები დღეს, 13 ივნისს ჩაატარებს - ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე.
შეგახსენებთ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგს:
  • 18 ივნისი: საქართველო-თურქეთი - 20:00 სთ
  • 22 ივნისი: საქართველო-ჩეხეთი - 17:00 სთ
  • 26 ივნისი: საქართველო-პორტუგალია - 23:00 სთ
ღმერთმა ბოლოში გაგვიყვანოს და ჯგუფიდანაც გაგვიყვანოს - ამინ!!! 😊

🔴 თბილისის ტრაგედია

იმ საშინელი დღიდან ცხრა წელი გავიდა...
2015 წლის 13 ივნისის ღამით ქალაქმა საშინელი წყალდიდობა გადაიტანა.
გადაუღებელმა წვიმამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე მთის ნაწილი ჩამოშალა და მდინარე ვერეში ჩაიტანა. წყლის დონემ იმდენად აიწია, რომ ნაპირებიდან გადმოვიდა და გზად ყველაფერი წალეკა - საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, ძაღლების თავშესაფარი, ქუჩები...
იმ ღამით 21 ადამიანი დაიღუპა.

⚽️ ქართული ნაკრების ფოტოსესია

02:52
ჩვენი ბიჭები
133 просмотра

🔴 სამაგალითო ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გადაწყვიტა, თავადაც ჯანსაღად იცხოვროს და თანამემამულეებსაც იგივე გააკეთებინოს.
ამისთვის მან უმარტივეს გზას მიმართა: ყოველ დილით, დაახლოებით ექვს საათზე გადის შინიდან და სამსახურში ველოსიპედით მიდის - რაღა თქმა უნდა, ასევე ველოსიპედებზე „ამხედრებული“ დაცვის თანხლებით.
ვიდეოში, რომელიც მან თავად ატვირთა სოცქსელში, შესულია ქალაქის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრები.
აი ეგეთი ყოჩაღი პრემიერი ჰყავთ ჩვენს მეზობლებს 😊

🔴 ამერიკული აკრძალვა

ამერიკული გამოცემა New-York Post-ის
https://nypost.com/2024/06/09/us-news/border-patrol-memo-instructs-agents-to-release-migrants-from-nearly-all-eastern-hemisphere-countries/
ინფორმაციით, კალიფორნიის სასაზღვრო პატრულის აგენტებმა მიიღეს ბრძანება, არ შეუშვან აშშ-ში ასზე მეტი ქვეყნიდან ჩასული არალეგალი მიგრანტები.
ამასთან აკრძალვა განსაკუთრებით ეხება ექვსი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ბრძანების თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა გააძევონ ქვეყნიდან. ესენია:
  • 🇬🇪 საქართველო
  • 🇲🇩 მოლდოვა
  • 🇰🇬 ყირგიზეთი
  • 🇷🇺 რუსეთი
  • 🇹🇯 ტაჯიკეთი
  • 🇺🇿 უზბეკეთი
დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეებს რჩებათ სასამართლო მოსმენის უფლება, თუმცა თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენას მაინც ვერ შეძლებენ.
აღინიშნება, რომ ეს აკრძალვა მხოლოდ საზღვრის სან-დიეგოს სექტორზე ვრცელდება, რომელიც ამ დროისათვის ყველაზე გადატვირთულ მონაკვეთა

🔴 ვინ ესხმის თავს დეპუტატებს

ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეარხი POSTV აქვეყნებს მამხილებელ ვიდეოს, რომელშიც ყველა იმ პირის ვინაობას აკონკრეტებს, რომლებიც ბოლო დღეებში ესხმიან თავს პარლამენტარებს.
როგორც პროსახელისუფლებო არხი ირწმუნება (მტკიცებულებებიც მოჰყავს), ყველა ამ თავდასხმის ავტორი არა გამჭვირვალობის კანონით აღშფოთებული რიგითი მოქალაქეები, არამედ პარტაქტივისტები და „ენჯეოშნიკები“ არიან.
აი ისინიც:

⚽️გამოვიდა ნაკრების მარკა

დღეიდან მიმოქცევაში გამოვიდა ქართული მარკა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება. მარკა საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში გაიყიდება და თუ სადმე წერილის ან ამანათის გაგზავნას მოისურვებთ, შეგიძლიათ ეს მარკა გამოიყენოთ. მარკის ავტორი, რომელიც 40 000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა, ბაადურ ქობლიანიძეა. ინდა იცოდეთ, რომ საფოსტო მარკა, გარდა მისი ძირითადი დანიშნულებისა, ასევე წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას, ამიტომაც მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. საფოსტო მარკა უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდებასა და მოთხოვნებს, მასში ასახული უნდა იყოს ქვეყნის კულტურა და ისტორიული წ

🔴დაკავებულია კიდევ ერთი შანტაჟისტი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი 19 წლის ბიჭი დააკავა იმისთვის, რომ 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო.
არაფერი ახალი - ახლაც ყველაფერი ისე იყო, როგორც არაერთ სხვა შემთხვევაში მომხდარა: ყმაწვილმა გოგო „ფეისბუქით“ გაიცნო და მიმოწერაც დაიწყეს. მალე ამ ურთიერთობამ ველდღიური ხასიათი მიიღო - ვიდეოზარებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან.
და ერთ დღესაც ბიჭმა გოგოს უთხრა, ახლა გაშიშვლდი და ისე დამენახე, თორემ შენი ოჯახის წევრებს საშინელებას დავმართავო. ეს შტერი ბავშვიც (უკაცრავად, მაგრამ სხვაგვარად ვერ მოვიხსენიებ 13 წლის გამოუცდელ და მოტყუებულ გოგოს) გაშიშვლდა და დაენახა. თანაც, როგორც ჩანს, არაერთხელ.
დაახლოებით ერთი თვის წინ ამ ახუნტრუ

🔴საჩუქარი საქართველოს

ბიძინა ივანიშვილმა კრისტის“ აუქციონზე მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები), რომელიც არამეულ და ქართულ ენებზეა შესრულებული. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

🔴 გასეირნება წარსულში

აი, როგორი „როლიკები“ ჰქონდათ ერთი საუკუნის წინ.
00:22
1923 წლის ვიდეო
103 просмотра

🔴 მოხერხებული გლეხები

ინდოელმა გლეხებმა, რომლებიც ზაფხულის პაპანაქებაში მზის გულზე მუშაობენ ყანაში, გასაგრილებელ ხერხს მიაგნეს: ზურგზე მზის პანელები დაიმაგრეს, ზედ ვენტილატორები დაამონტაჟეს და ჰერი, ბიჭოოოო!
ამაზეა ნათქვამი, ხერხი სჯობიაო - თან იჩრდილებენ, თან გრილდებიან 😄
ოღონდ საკითხავია, ეს პანელები მძიმედ არ აწევთ ზურგზე?

🔴 იოანე ზოსიმეს ხელნაწერი კრისტის აუქციონზე იყიდება

ქართული ხელნაწერის საწყისი ფასი, რომლის აუქციონიც დღეს შედგება ლონდონში, 1 000 000-დან 1 500 000 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.
ეს სინაის მთის (ეგვიპტე) ხელნაწერი კოდექსი (პალიმფსესტი)
არამეულ და ქართულ ენაზეა შედგენილი.
პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორისა და მთარგმნელის, ბერ იოანე ზოსიმეს მიერ.
ვნახთ, ვინ შეიძენს ამ საგანძურს - თუ, რაღა თქმა უნდა, მყიდველმა ვინაობის გამჟღავნება ისურვა.

🔴 საჩუქარი პრეზიდენტს

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ჟაპაროვმა აზერბაიჯანელ კოლეგა ალიევს პირადი საჩუქარი გაუგზავნა - 116 სული იაკი.
საჩუქარი ბიშკეკიდან გიანჯუში თვითმფრინავით ჩაიტანეს.
00:42
იაკები
172 просмотра

🇮🇱როგორ გაათავისუფლეს მძევლები

ისრაელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების ოპერაციას ასახავს.
საინტერესო ისაა, რომ ჰამასს მძევლები სხვადასხვა ოჯახებში ჰყავს გადანაწილებული და იქ ჰყავს გამოკეტილი. ეს ოთხი მძევალიც 74 წლის ექიმის, ახმედ ალ-ჯამალის სახლში ჰყავდა გადამალული.
ცახალის ჯარისკაცებმა ოპერაციისას თავად ექიმიც მოკლეს, მისი 36 წლის ვაჟი აბდულაც (ჟურნალისტი) და 36 წლის რძალი ფატიმაც. სიკვდილს გადაურჩა ჰამასელი ექიმის ქალიშვილი - 27 წლის ზეინაბი და ასევე ექიმის შვილიშვილები.
ჰამასის მხარდამჭერი მედია აღშფოთებული წერს, რომ ამ ოთხი მძევლის გასათავისუფლებლად ისრაელმა 400 პალესტინელი მოკლა.
არადა, მანამდე 7 ოქტომბერი იყო

🔴 უნიკალური ყველის ფესტივალი

აბა, ვინ დაესწარით მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალს?
სულო და გულო, რა სახის, ფერისა და ფორმის ყველის აღარ იყო გამოფენილი?! ხალხიც ბლომად იყო, სხვათა შორის.

🚖 ავტორბოლას უნიკალური მანქანა შეეწირა

ავტორალი პარიზი-პეკინი ფრიად სავალალო აღმოჩნდა 1914 წელს გამოშვებული ამერიკული ავტომობილის − LaFrance Type 10-ის მფლობელისთვის.
ძვირადღირებულ რარიტეტს, რომელიც პროექტის ხელმძღვანელს, ტომას დე ვარგას მაჩუკას ეკუთვნოდა, და რომელიც ყველაზე ძველი იყო რბოლის მონაწილე ავტომობილებს შორის, ტექნიკური მიზეზების გამო ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
სხვა უნიკალური ავტომობილები ამ დროისათვის შამახში იმყოფებიან, საიდანაც საქართველოსკენ გამოემართებიან.
Показать ещё