Фильтр
Все темы

🔴 შალახო ამერიკულად

დღეს პოლიტიკისგან ვისვენებთ!!!
ნუ, თუ რაღაც გარემოებებმა არ მაიძულა, რომ რაღაც ეგეთი ინფო დავდო.
მოკლედ, არ ვიცი, რომელი ქალაქია ეს, ან ვინაა ეს ბიჭი; არც ის ვიცი, რამ მოაწონა შალახოს ჰანგები, მაგრამ კაი აფროამერიკული ცეკვა კი შაუბერა 😍
ნეტავ, სულ ასეთ თემებზე გვქონდეს სალაპარაკო-საღლიცინო 😊

🔴შსს განცხადებას ავრცელებს

ოციოდე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.
პირდაპირ ვაკოპირებ:
"გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება; ასევე აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე სხვადასხვა მედიის სა

🔴ვიდეო აქციიდან

კადრებში ჩანს, როგორ აბულინგებს ერთი ვაჟკაცი (სქესს ვგულისხმობ) ჟურნალისტს. მაგრამ ისეთი ვიდეოა, მე გულიანად გამეცინა და აჰა, თქვენც ნახეთ.
00:37

🔴კიდევ ერთი ფოტო აქციიდან

ეტყობა, წუხანდელმა გაბრაზებამ არ გამიარა - სულ ცუდი რაღაცები მხვდება თვალში. ცუდი რა, ბიჭები კოცნაობენო, ავტორი წერს. მე სულ არ მანაღვლებს, ვინ ვისთან და რა პოზაში - დედას გეფიცებით, მართლა არ მანაღვლებს, მაგრამ თქვენ მაინც ნახეთ.

🔴 მაზოხისტია ეს ბავშვი?!

ეს ვიდეო საკუთარ აკაუნტზე თავად გამოაქვეყნა ამ გოგომ -
საპროტესტო აქციის მონაწილემ.
რავი, დასკვნები თვითონ გააკეთეთ, მე ხმასაც არ ვიღებ.

🔴 პავლიკ მოროზოვი გამახსენა 😳

ეს გოგო საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და იმდენი ხალხის გასაგონად დააბეზღა საკუთარი მამა, ხელისუფლების მხარდამჭერიაო.
რა ვიცი, სახლში ჰყავს ის მამა და იქ ეთქვა, პირისპირ. ალბათ უთხრა კიდეც სათქმელი, მაგრამ, რადგან მამას პოზიცია ვერ შეაცვლევინა, ასე გადაუხადა სამაგიერო.
მეც მშობელი ვარ და შესაძლოა სუბიექტური ვიყო, მაგრამ ამ კადრებმა სერიოზულად შემძრა - პავლიკა მოროზოვს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, მშობლები ჩაუშვა კომუნისტებთან!!!

🔴 ამერიკელი სენატორის განცხადება

🔴ამაზრზენი სიჯიუტე

ახლა რა ვიდეოსაც განახებთ, ისე გამანერვიულა, გულის წვეთები დავლიე 😡 პროტესტანტებმა სიმსივნიანი კაცი კლინიკისკენ არ გაატარეს!!! განსაკუთრებით შემაძრწუნა ვიღაც გონებაუმწიფარი და ხისგულა გოგოს ხმამ, რომელიც მონოტონურად იმეორებდა ერთსა და იმავე ლოზუნგს. ძაან ბოდიში, მაგრამ ფეხებზე მკიდია ყველას აზრი, ვინც ახლა ამ აკერმანის ნაშიერს გაამართლებს. არც კი გაბედოთ, რომ შემეკამათოთ!

🔴 აქციაზე „ნაცების“ ზონდერი გაშიფრეს

ვინც წუხანდელ აქციას ადევნებდით თვალს, ალბათ ნახეთ, როგორ ცდილობდა ვიღაც მამაკაცი პარლამენტის ჭიშკარზე ევროპის დროშის აღმართვას და აღმართა კიდეც.
როგორც ოპოზიციურმა ტელეარხებმა გვითხრეს, ეს ერთი რიგითი მოქალაქე იყო, მაგრამ POSTV-მ კომპრომატული კადრები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს მამაკაცი „ნაცმოძრაობის“ დროინდელი ზონდერია.
ესეც ვიდეო:

🔴 ძალიან საინტერესო მოსაზრება

პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ძალიან საინტერესო ინფრომაცია გაავრცელა. მგონია, რომ ეს თქვენც უნდა იცოდეთ.
მოუსმინეთ და თავად გააკეთეთ დასკვნები. მე კომენტარს არ გავაკეთებ - ჩემს მოსაზრებას არ მოგახვევთ თავს.

🔴პრეზიდენტმა აქციას მიმართა

დაანებეთ თავი პარლამენტსო.

🔴კენჭისყრა შედგა

საქართველოს პარლამენტმა "გამჭვირვალობის შესახებ კანონი" მეორე მოსმენით მიიღო. კანონს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 23.

🔴 პოლიცია ხალხს ნასროლი ქვებისგან იცავდა

მათ შორის, ოპოზიციური ტელეარხის, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსაც კი.
აფერუმ! გამიხარდა და მომწონს.
00:20
0501 2
155 просмотров

🔴 რატომ გამწვავდა წუხანდელი აქცია

ვრცელდება ვიდეო, რომელზეც, როგორც ზოგი ტელეარხი ირწმუნება, ჩანს, თუ რით და როდის დაიწყო პირველი შეტაკება პოლიციასთან წუხანდელ აქციაზე.

🔴 წითლიძე კოლეგა მამაკაცს საცემრად მიეჭრა

კომენტარი ზედმეტია:

🔴 ესეთებიც იყვნენ აქციაზე

რა ვქნა, ადამიანური სისუსტეები მეც მაქვს - ასეთი კადრები თვალს მჭრის 😄

🔴 ნაცემი ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის სხდომაზე მივიდა და დეპუტატებს უამბო, რა მოხდა.
რა თქმა უნდა, ეს მისი ვერსიაა, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ჩემი აზრით, ასე ცემა არ შეიძლება - არავისი ცემა არ შეიძლება!!! თუნდაც იმიტომ, რომ მერე ვიღაც წამებულ გმირად არ იქცეს, რასაც, შესაძლოა, არც იმსახურებდეს.

🔴 „ერთი ბიჭი“ ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილმა, რომელიც წუხელ კიდევ ერთხელ შეეცადა, თავით შერჭობილიყო პოლიციის კორდონში, მოგვიანებით მგზნებარედ მიმართა იგივე პოლიციას, მერე კი ხალხს:
00:36

ორი მძიმე კადრი: წარსული და დღევანელობა

წუხელ რაც მოხდა თბილისში, ყველას გეცოდინებათ - თავს აღარ შეგაწყენთ.
უბრალოდ მოკლედ გეტყვით, რომ ნაცემია „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც თავად ავრცელებს ვიდეოს.
და აქვე კიდევ ერთ უმძიმეს კადრს განახებთ წარსულიდან.

🔴 ხვიჩიამ ოპოზიციას შეუტია

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „გირჩელმა“ იაგო ხვიჩიამ დანარჩენი ოპოზიცია დაამუნათა, სააკაშვილის ბატონობისგან გათავისუფლებას ვერ ახერხებთ და ისევ ერთპიროვნულად გინდათ მმართველობაში მოსვლაო.
მერე კი ისეთები უთხრა, თქვენი მოწონებული.
თვითონ მოუსმინეთ:
Показать ещё