მასალა:
4 მსხვილი კარტოფილი
1 ს/კ ზეთი
შიგთავსისთვის:
100 გ ყველი (გუდა)
125 გ არაჟანი
2 თავი ხახვი
მარილი
წიწაკა
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 200°С .
კარტოფილი კარგად გარეცხეთ ჩოთკით და გააშრეთ ხელსახოცით.
დაალაგეთ კარტოფილი პერგამენტით დაფარებულ ყალიბზე და წაუსვით კარტოფილს ზეთი. ღუმელში დატოვეთ ერთი საათით.
ამასობაში ყველი გავსრესეთ მსხვილ სასრესზე. არაჟანი, ნახევარი პორცია ყველის და ნახევარი პორცია დაჭრილი ხახვის შეურიეთ ერთმანეთში. აურიეთ კარგად და დაამატეთ მარილი და წიწაკა
ოდნავ გააცივეთ კარტოფილი. შემდეგ მოაჭერით 1 სმ სისქის „თავი“ და ამოუღეთ გული ჩაის კოვზით.
ამოღებული კარტოფილის გული დავნაყოთ ჩანგლით და დავუმატოთ არაჟნის სოუზი.
შემდეგ უნდა აავსოთ ჩვენი კარტოფილის „ჭიქები“ სოუზით და შედგით ღუმელში 15 წუთით სანამ ყველი არ დადნება, მოაყარეთ დარჩენილი დაჭრილი ხახვი.
გემრიელად მიირთვით!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев