სოფელი რაიონულ ცენტრს ათობიღ
კილომეტრით არისდაშორებული. იქ
მხოლოდ რამდენიმე კომლი ცხოვრობს,
ძირითადად ხანდაზმულები. ჯერ კიდევ
კომუნისტური მმართველობის პერიოდში ამ
სოფლების გავლით უცხო მგზავრები
გამოჩნდებოდნენ ხოლმე. ადგილობრივმა
მცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ, რომ
ისინი შორს, საღამოს ტბისკენ
მიემართებოდნენ.
ამ პატარა ტბაში მძლავრი ქვედა დინებებია.
მოხუცები ამბობდნენ, ტბა განსაკუთრებული
სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მის
წყალს შეუძლია საწყის ეტაპზე სისმსივნის
განკურნება, ციროზის შეჩერება. თუმცა
იქამდე გზა გრძელი და უცნაურია. კომპასზე
ისრის მიმართულება ირევა,
აღმოსავლეთისა და დასავლეთის გარკვევაც
კი შეუძლებელია. როგორც ყველა
ანომალიურ ზონაში, აქაც თითქოს დრო
იყინება. ხშირად საათი ირევა ან
ციფერბლატი არასწორ დროს უცვენებს.
ყოფილა შემთხვევები, როცა უცხო მგზავრს
ოთხი საათი მუნდომებია ტბამდე
მისვლისათვის, იმავე გზით კი უკან ოც
წუთში დაბრუნებულა. ყველა, ვინც
სასიკვდილო ზონიდან გამოაღწია, ამბობს,
რომ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ტბა
უკან იხმობდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3
04:41აღამოს ტბა — ტბა სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სოღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ². ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.