ე ქ ს პ რ ო მ ტ ი
სული ბობოქარი ვეღარ დავიოკე,
თვალებს დაბურვია ნისლი,
სადაც გავიხედე ყველგან ტკივილია ,
ყველგან გლოვის ზარი ისმის...!
ისე მწუხარეა ჩვენი საქართველო,
სტკივა... ემიგრანტებს სტირის...
ისე დაცლილი და ისე პარტახია,
ტირის საცოდავად ტირის...!
მხოლოდ შერჩენია საწყლად ოჯახები,
მტერს რომ გაახარებს ავსულს..
კაცი..?! ცოლს მოელის ფულის საშოვნელად ,
ათას კილომეტრზე წასულს...!
იყავ ..არ შეწუხდე... თბილად ინებივრე..
თავს ნუ დაიტვირთავ ჯიგარ...
მერე რა მოხდა თუ ცოლის ნაჯაფარი,
ქეიფს.. არყის ვალებს მიაქვს...!
შვილი სად წავიდა.... ახლა სად იქნება?
ალბათ მეგობრებთან ისიც ...
ბევრი ეყოლება ფულით სავსე ჯიბემ,
ბევრი მეგობარი იცის...!
წავა იგულავებს ბიჭი ბიჭია და....
თუნდა გო