მე რომ ხატვა შემეძლოს დავხატავდი მზეს და აუცილებლად მეცოდინებოდა რომ ნებისმიერ დროს , ადგილსა და ამინდში ის გაგათბობდა . მე რომ ხატვა შემეძლოს მთიდან წამოსულ გრილ ნიავს დავხატავდი რომ შენამდე ბინდიანი მოგონებები მოეტანა . აღელვებულ ზღვას დავხატავდი რომ გეგრძნო სიმშვიდის გემო . ერთი ხელის მოსმით გავავლებდი დაუსრულებელ გრძელ ბილიკს და მის ბოლოს დიდ სიხარულს რომ გაგეგო მოთმინების ფასი . ეზოს კარს პატარა ზარს დავკიდებდი გაღებისას რომ ეწკრიალა რომ გცოდნოდა როგორია ლოდინი . კოცონს დავხატავდი , ღამით , ნაწვიმარზე რომ გცოდნოდა რამხელა მნიშვნელობა აქვს სითბოსა და სინათლეს შენთვის . ფურცელსა და კალამს – მელნის გარეშე , სიცარიელე რომ გეგრძნო . და ბოლოს , ნახატის უკან ჩემს გულს დავხატავდი რომ გენახა თუ
ხასიათმა მომაშორა მასას,
ვერ გამიგო ათასიდან ასმა,
არ ვაპირებ ყველა ლექსის ახსნას,
მერე რა თუ ვერ გამიგო ხალხმა..
სიყვარულმა მომაშორა ბრბოს,
წამიყვანა მათგან ბევრად შორს,
ფურცელზე ვწერ რასაც ახალა ვგრძნობ,
თითქოს ყველას ერთის გარდა ვთმობ,
მონატრებამ მომიტანა ფიქრი,
ფიქრმა კი არ დამტოვა მშვიდი,
რაც მოხდება მომავალში ვიცი
მაგრამ მაინც უშენობას განვიცდი.
ოცნებებმა დამინგრიეს მიზნები,
მომატუეს ცარიელი სიტყვებით,
დღეს კი უკვე მარტო ჩვენ ორნნი ვიქნებით,
ჩვენთვის მარტოც ბედნიერნი ვიქნებით!!!
როგორ
აუტანლად მენარტები... როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ! საწერ მაგიდაზე
ქაღალდები. სადღაც ორი სიტყვით დამცდენიხარ. მაინც აღარ ვიცი რა ვინატრო.
რაღაც სიყვარულში ვერ ვივარგე... წიგნში ჩადებული სანიშნივით სადღაც შუა
გვერდზე დავიკარგე...