საოცარი ძალა აქვთ სიტყვებს, ისინი უსწრაფესად აღწევენ დანიშნულების ადგილამდე და მერე სამუდამოდ რჩებიან იქ...არასოდეს ავიწყდება გულს ტკივილი, რომელიც სიტყვამ მიაყენა, შეუხორცებელ ჭრილობად რჩება სამუდამოდ...სამწუხაროდ ხშირად შეგნებულად და მიზანმიმართულად გტკენენ, ხშირად გამიზნულად გესვრიან ისარს...არადა სიტყვას სხვა, უფრო კეთილშობილური მისია აქვს, ის საოცრებებს ჩადის, მისი ტკბილხმოვანება სულს მალამოდ ედება, გულს სითბოთი ავსებს. არაფერია მასზე იაფი და მასზე სწრაფი მკურნალი,არაფერია მასზე ძლიერი,როცა მართალია და როცა გულწრფელია...ის ვერ იტევს თავისთავში სიყალბეს...უმალ ხვდები მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამ სიტყვებს, სიტყვებს გულგრილად და ცივად მიგდებულთ...არა... არ უნდა მოექცე სიტყვას ასე, არ უ