არასოდეს ავიწყდება გულს ტკივილი, რომელიც სიტყვამ მიაყენა, შეუხორცებელ ჭრილობად რჩება სამუდამოდ...სამწუხაროდ ხშირად შეგნებულად და მიზანმიმართულად გტკენენ, ხშირად გამიზნულად გესვრიან ისარს...არადა სიტყვას სხვა, უფრო კეთილშობილური მისია აქვს, ის საოცრებებს ჩადის, მისი ტკბილხმოვანება სულს მალამოდ ედება, გულს სითბოთი ავსებს. არაფერია მასზე იაფი და მასზე სწრაფი მკურნალი,არაფერია მასზე ძლიერი,როცა მართალია და როცა გულწრფელია...ის ვერ იტევს თავისთავში სიყალბეს...უმალ ხვდები მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამ სიტყვებს, სიტყვებს გულგრილად და ცივად მიგდებულთ...არა... არ უნდა მოექცე სიტყვას ასე, არ უნდა წაართვა უფლისგან მონიჭებული თვისება იყოს ხიდი დედამიწასა და ზეცას შორის...ის ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა ადამიანის გულებამდე მიმავალი,ის სიმია, რომელიც საოცარი ძაფებით აკავშირებს სულებს ერთმანეთთან...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев