ზოგჯერ რა ძნელია წასვლა, სულს რომ ნაწილ ნაწილ გაჰყვე,
რადგან დაბნელდება ისე,ერთსაც ვეღარ იტყვი სათქმელს...
ზოგჯერ რა ძნელია გწამდეს,თუნდაც სათნოება გეცვას,
ზოგჯერ იმედიდან ასში ვეღარ იმედოვნებ ერთსაც.
ზოგჯერ რა უბრალოდ ყიდი,რასაც ვერ იყიდი მერე,
ზოგჯერ სიცილს ირგებ ნიღბად,რომ არ გიფასებენ ცრემლებს,
ზოგჯერ რა უსაზღვროდ გიყვარს,მასში სუყველაფერს ატევ,
ზოჯერ დაბრმავდები ისე,მხოლოდ საკუთარ თავს ამჩნევ.
ზოგჯერ რა უბრალოდ ნანობ,ლამაზ მოგონების წამებს,
რადგან ის წამები ახლა,სულის ჭრილობაზე გაწევს.
ზოგჯერ ისეთია წასვლა,გულს რომ ნამსხვრევებად აქცევს,
მაგრამ იმ ნამსხვრევებს მერე გულად ვერაფერი აქცევს.
ზოგჯერ რა უბრალოდ კარგავ,რასაც ვერ იპოვი მერე..