იცი? იცი როგორი ხარ? თბილი და უცნაური, აი ისეთი, რომ დაინახავ და ყველა ნერვი აგიჩქარდება, ვღელავ როცა გიყურებ. არადა როგორი მშვიდი ხარ შენ! გამიღიმე რაა, ცოტა სითბო გამიყავი, ცოტა სიყვარული, ცოტა შენზე ოცნება, ცოტა მზის სხივი და ცოტაც თოვლი მინდა შენგან. მე რას გაჩუქებ? ათას ლექსს, ათას სიტყვას, ჩემს გულს, სულს და ჩემს თავს გაჩუქებ. სამყარო გინდა? შენი იყოს ჩემი სამყაროც, ოღონდ სულ ცოტა ღიმილი გამიყავი, გამინათე ცხოვრების გზა შენი ფერებით. იცი? იცი რას ვგრძნობ, როცა გხედავ? სამყარო ჩემი მგონია, მგონია რომ არ მეყოფა დედამიწა, არც ცა მეყოფა თუ შენ იქნები ჩემს გვერდით. როცა იღიმი, სწორედ მაშინ ვხდები ყველაზე სუსტი, მაშინ ვითხოვ ზუსტად უფლისგან ძალას, რომ არ წავიქცე. შენი ღიმილი ყველაფერია ჩემთვ