მე ჩემს ცოდვებთან
დამტოვეთ მარტო,
ნუ შეწუხდებით ჩემი
ტკივილით,
თქვენსას მიხედეთ, მე ნუ
დამტირით,
გულს ვერ გამითბობთ
ყალბი ღიმილით!...
ეს თანაგრძნობაც, თქვენი
არ მინდა
და არც ზურგს უკან
თქვენი ქილიკი,
მიუღებელი რომ არის
თქვენთვის,
იმ სიყვარულში მინდა
სიკვდილი!...
ვინ დააწესა როგორ
ვიცხოვრო?!
ნუ დაიღლებით ჩემი
სიმშვიდით,
ჩემს სულს ოცნების
ფრთები შევასხი,
ისევ დავფარავ ტკივილს
ღიმილით!...
ჩამომეცალეთ, მარტო
დამტოვეთ,
თავს ნუ შემაწყენთ
ყალბი ტირილით,
უფლის წინაშე
მოვინანიებ,
ვიდრე ჩემთანაც მოვა
სიკვდილი!...