..პეპლებზე მინდოდა დამეწერა,როგორი ლამაზები არიან და რა ცოტახანს ცოცხლობენ,მხოლოდ ლამაზ და მიმზიდველ ყვავილებთან დაფარფატებენ,თითქოს წინასწარ გრძნობენ რომ ძალიან ცოტახნის სიცოცხლე აქვთ და მაქსიმალურად ცდილობენ დატკბნენ,მინდვრის ყვავილების სურნელით გაბრუვდნენ და თავბრუდახვეულებმა იფარფატონ,უგზო უკვლოდ!
...განა ასე არ არის ჩვენი სიცოცხლეც?
...გვგონია წლები ვცხოვრობთ,მაგრამ ეს წლებიც ისე გარბის ვერც კი ვგრძნობთ,არა და პეპელამ შეიძლება ის სამი დღე ისე ლამაზად გაატაროს,ვიდრე ჩვენ წლებს ვატარებთ...