წვიმის ქარიშხალში გრძნობა არეული ...
სიმებს მიჯაჭული უკრავს ვიოლინო...
ღელავს თეთრი კაბა დარდებ გარეული...
იქნებ სიყვარული სადმე მაპოვნინოთ..
სხვისთვის მზე ამოდის... დარი ამინდია...
ჩემთვის რატომ შეკრა ზეცამ კამარები...
ჩემი სიყვარული შენთვის გამინდია....
შენ კი დამიკეტე გულის დარაბები....
ახლა ვიოლინო გრძნობებს აჰყოლია....
მიხმობს საცეკვავოთ ბაღში თეთრი ვარდი...
რატომ გაიყინა ჩემი მაგნოლია....
რატომ შემიყვარდი.. რატომ შემიყვარდი...
ცეკვავს ქარიშხალთან ისევ თეთრი კაბა...
კვნესის ვიოლინო... დარდი მორევია...
თითქოს ტყვეობაში სული გამექაფა...
მაინც სიყვარული დიდი შემიძლია...
გამა დაკარგული... ნოტებ არეული...
ცელქი გაღიმებით მთვრალი ჰარმონია...
ვისთვის სიყვარული... ვისთვის მთვარეული...
ვის
ნათლია
თავი 10 (ავტ. მზია კაპანაძე)
საავადმყოფოს გახარებულები მიადგნენ. ლიზიმ ანი ფრთხილად აიყვანა და შუბლზე აკოცა.
- ჩემო ფერია, მიეფერა გიო პაწიას. ორივე სიყვარულით გულზე მიიხუტა. ნინო და არჩილი გახარებული შეყურებდნენ მათ.
- ჩვენთან როდის დაბრუნდები.
- ჯერ არა დედა, ნათლიასთან ვიქნები კიდევ.
- კარგი შვილო.
- ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ?
- ნათლიასთან მინდა. საყვარლად გაიბუსხა ლიზი.
- ნეტავ ეგ გაბუტული ტუჩები ჩამაკოცნინა. რა საყვარელი ბავშვი ხარ. ჩასჩურჩულა ყურში გიომ. ლიზიმ დაიმორცხვა.
- ბავშვი არა ვარ.
- ჯერ 17 წლის ბავშვი ხარ.
- ეგ ადრე უნდა გეფიქრა. გაბრაზდა ლიზი და ნათლიის მანქანაში ჩაჯდა. ქეთის გაეცინა და სახლში წაიყვანა. ეკას და ბექას მოეწონათ 5 თვის ა