როგორ ვცხოვრობ?
სინდისის კარნახით,
ვცდილობ არავის მოვექცე ისე, როგორც მე არ მინდა რომ მომექცნენ,
ვცდილობ სიკეთე ვაკეთო და განზრახ გული არავის ვატკინო,
მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩემი ადამიანობის გათელვის უფლებას მივცემ ვინმეს…
როგორი კარგი ადამიანიც უნდა იყო, შენი სიკეთე და უბრალოება აბუჩად არავის უნდა ააგდებინო, ორგულებსა და თვალთმაქცებს თავიდანვე უნდა ჩამოსცილდე.
მე ყოველთვის მეშინოდა დამეკარგა ხალხი,
რომლებიც მიყვარს...ხანდახან მე ვსვავ კითხვას..
არის კი ვინმე...ვისაც ჩემი დაკარგვის ეშინიაა?!
"ამ კითხვის პასუხი დროა"..
ვინმე მძულდეს? არა, სიძულვილი ჩემი ბუნების ნაწილი არასდროს ყოფილა... შემიძლია ვიყო გაბრაზებული ადამიანზე, მაგრამ ზიზღისა და სიძულვილისგან ძალიან შორს ვარ... ჰო, ნაწყენიც შეიძლება ვიყო, რადგან სულიერი არსება ვარ და გული მაქვს; მაგრამ თუ იმ ადამიანს განსაცდელში ვიხილავ, აუცილებლად გავუწვდი დასახმარებლად ხელს... დაინახავს თუ არ დაინახავს ჩემს სიკეთეს, ეს უკვე მისი საქმეა.
ჰო, ასეთი ვარ, არ შემიძლია ადამიანი მძულდეს, მახარებდეს სხვისი უბედურება... ეს ხანმოკლე ცხოვრება ასეთი საშინელი ემოციებით ასავსებად არ მემეტება.
ნუ დააყვედრი ადამიანს,თუ ეხმარები.
ამპარტავნებამ არ დაჩრდილოს შენი სიკეთე.
ირონიულად ნუ შეხედავს შენი თვალები,-
ვისაც უჭირს და ვისაც მცირე საქმეს უკეთებ.
ნუ სთხოვ მადლობას,მუხლმოდრეკით დადგომას,ნუ სთხოვ...
ვალდებული ხარ, ღვთის წინაშე,თესო სიკეთე.
რადგან შენ მოგცა ძალა იმის,სხვას შეეშველო,
გინდა ღვთის მადლი?! მაშინ ბევრი კარგი აკეთე!
და თუ შენ ხარობ,სხვას სიხარულს რომ უწილადებ,
ადამიანად იწოდები,რანგით მაღალი.
ბედნიერების ნაპერწკალი სულს დაგიმშვენებს,
თუ სხვაზე ზრუნვა,გაგიხდება წესი მთავარი.
გულით ნაკეთებ სიკეთეებს დიდი ძალა აქვს,
ამ სიკეთეზე ამოდიან გულზე ვარდები.
მაგრამ, ნურაფერს გააკეთებ შენი ჭირიმე,
თუ ამის გამო, სამუდამო ხიბლში ვარდები!!!
ია ნანეიშვილი