ერთხელ ორი მეგობარი ციხიდან გაიქცა. მათ, სამშვიდობოზე გასასვლელად ძალიან დიდი უდაბნო უნდა გადაელახათ. გადიოდა დღეები, მეგობრები შეუპოვრად მიიწევდნენ წინ, მაგრამ უდაბნო არ თავდებოდა.
ერთხელ მეგობრებმა წაიკამათეს და ერთმა მეორეს მწარე სილა გააწნა. მისმა მეგობარმა მწარე ტკივილი განიცადა, მაგრამ არაფერი არ თქვა.
უბრალოდ, ის ადგა და ქვიშაზე დაწერა: "დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სილა გამაწნა".
ამის შემდეგ კი მეგობრებმა ხმაამოუღებლად განაგრძეს გზა და რამდენიმე დღის შემდეგ უმშვენიერეს ოაზისს მიადგნენ. როდესაც წყურვილი მოიკლეს, ტბაში ბანაობა გადაწყვიტეს.
აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მეგობარს, რომელმაც მეორისაგან სილა მიიღო, ცურვა არ სცოდნია და კინაღამ დაიხრჩო. დიდი წვალების შემდეგ, მისმა მეგობარმა გად
,,მაშ შენ არც დედა გყავს და არც მამა?
–არც ერთი! – მხიარულად წამოიძახა პეპიმ.
–აბა, ვინ გეუბნება საღამოობით, დაწექი, ძილის დროაო?
–მე თვითონ ვეუბნები ჩემ თავს. ჯერ მოფერებით ვეტყვი: "პეპი, დაიძინე”. თუ არ დავუჯერე, უკვე მკაცრად ვიმეორებ. თუ ამანაც არ მიშველა, მივცხებ ჩემ თავს, გაიგე ახლა?“
/ა.ლინდგრენი/