თქვენზე ვწერდი ძვირფასო ჩემო,
აჩრდილი სანთლის, ეფინებოდა წერის არიალს...
ვნანობდი ისევ,
ვერ ვიგრძენი სიცოცხლის გემო,
ღამეს ვებრძვოდი უძილოს და ღრუბლებს მთვარიანს.
მე მთელი ღამე,
თქვენზე ვფიქრობდი ძვირფასო ჩემო,
და თქვენკი ალბათ თბილ საწოლში მშვიდად გეძინათ,
მიუხედავათ ყველაფრისა მინდა რომ ვწერო...
მე ის ლექსები, რომელზედაც თქვენ გაგეცინათ.
მე ხომ აქამდე სიყვარულზე მითი ვიცოდი...
და გადმოცემით, სიყვარულის
ტკბილი-სიმწარე,
გვიან ვიგრძენი რომ ძვირფასო არც კი გიცნობდით...
და ვერც კი ვხვდები ჩემს სტიქიად რატომ გიწამეთ.
თვალწინ დახიეთ მორთმეული ჩემი ლექსები...
თვალ ახვეული მოვყვებოდი ქუჩის ნაპირებს,
თქვენს გულში ჯერაც ვერ გავიდგი მჭიდრო ფესვები...
გამინაპირეთ,
ჩემო კარგო გამინაპირეთ.
უკანასკნელად მინდა გნახოთ, მინდა გიხილოთ...
წლები იაროს ისტორიამ,
მიყვარდით მე რომ...
უკანასკნელად შეგავედრებთ რომ გამიღიმოთ,
რომ ამ ღიმილზე მარადიული ლექსები ვწერო.
/ვ.ჯანგველაძე/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3