
იცი რამდენჯერ გნახე სიზმარში?
მოდიოდი და ნაზად გკოცნიდი,
გეფერებოდი, თმას გივარცხნიდი
გაღვიძებული ბალიშს ვკოცნიდი.
იცი რამდენჯერ გნახე სულ ახლოს
სუნთქვა მეკვროდა, ვჩქარობდი ალბათ,
კარებს ვკეტავდი არ წასულიყავ
მოგფერებოდი რომ უფრო კარგად.
იცი რამდენჯერ მესმა შენი ხმა:
ჭიკჭიკი მერცხლის, მტრედის ღუღუნი...
გამოღვიძებულს ყელში მებჯინა
და გულს გაქონდა ბაგა ბუგუნი.
იცი? რამდენჯერ გნახე სიზმარში,
იჯექ ჩემს გვერდით, თვალებს ვკოცნიდი
გაღვიძებული ყველგან გეძებდი
თურმე ოცნებას ვეფერებოდი.
რა დაშავდება...... ერთხელაც, მერეც
ცხადში ამიხდეს სიზმარი ჩემი
ნუთუ ეგეთი გულმავიწყი ხარ
გადაივიწყო არსება ჩემი.
იცი რასა ვგრძნობ? სიცარიელეს
რომ ვერ შევავსე სამყარო ჩემი,
შენ არ გაბრალებ, ეს მე ვარ სუსტი
ვერ ავიხდინე ოცნება შენით!
არ გამიბრზდე, არ თქვა აუგი
თვითონ არ ვიცი რაღა გამომრჩა
უსიყვარულოდ რაა სიცოცხლე
ბეჭებზე სახრედ გაიშხლართება.
მაშ მოდი ცხადში, შეგეხო მართლა,
მართლა მათრობდეს სურნელი შენი,
გაკოცო მართლა და გავიხარო
ჩემო სიცოცხლევ - ჩემი ხარ,ჩემი!
დალი დადუნაშვილი 2017წ 07.10


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев