ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე
წარმატებულ ქართველ მოდელ ანა
ახვლედიანს კიდევ მეტი პერსპექტივა ელის
წინ. ამაზე ის გამოხმაურებებიც
მეტყველებს, რაც მსოფლიო მასშტაბით
მოჰყვება მის წარმატებებს.
ამჯერად მასზე ცნობილმა
ინგლისურენოვანმა გამოცემამ დაწერა,
რომელიც ხშირად უთმობს გვერდებს
წარმატებულ ქართველებს მოდის
სამყაროში.
ანა ახვლედიანი''ბრეივ მოდელ
მენეჯმენტის'' მოდელია. ქუთაისელი 19
წლის ანა საგანგებო კასტინგზე შეარჩიეს.
არადა, როგორც თვითონ ამბობს, არასოდეს
უოცნებია მოდელობაზე - ჯინსსა და კედებში
გამოწყობილი მთელ დროს სწავლასა და
სკეიტბორდზე სრიალს უთმობდა. ბებიის
თხოვნით მივიდა იტალიური სააგენტოს
მიერ მოწყობილ კასტინგზე და შეარჩიეს
კიდეც.
მერე იყო გამგზავრება იტალიაში, მუშაობა