:D :((   თურქეთში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ცნობადი სახეების წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებით. საქმე გაიხსნა 2013 წლის 5 აგვისტოს, მას შემდეგ რაც თურქეთის სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად დააკავეს 53 პირი, მათ შორის 29 მსახიობი და მომღერალი. მაშინ თითქმის ყველამ აღიარა ნარკოტიკის მიღების ფაქტი ( ძირითადად ეს მარიხუანას ეხებოდა). სასამართლო მოსმენები შარშან ოქტომბრისთვის დამთავრდა.პროკურატურამ საბრალდებო დასკვნა გუშინ წარუდგინა სასამართლოს. სამწუხაროდ ეს პროცესი ჩვენი სერიალის სამ პიროვნებასაც ეხება. რიზა კოჯაოღლუს ( იასინი) მიმართ პროკურორი ითხოვს 5–დან 15 წლამდე პატიმრობას, დამდგმელი რეჟისორის ულუჩ ბაირაქტარის მიმართ პროკურორი ითხოვს 1–დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. კენან იმირზალიოღლუს მიმართ პროკურორი ასევე ითხოვს 1–დან 2 წლამდე პატიმრობას. ასევე 1–დან 2 წლამდე პატიმრობას ითხოვს პროკურორი მურატ ილდირიმის მიმართაც – მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა უარყო ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, სისხლის ანალიზს დადებითი პასუხი ჰქონდა. სასამართლო გადაიდო 2015 წლის 1–ლი ოქტომბრისთვის ( ზოგიერთი წყარო 15 ოქტომბერს ასახელებს.... ვფიქრობ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 63
- ბოლო დროს ხშირად გიწევთ თავის მართლება. როგორ მოხვდით პოლიციაში ნარკოტიკის მოხმარებაზე?
kenani- სასიხარულოა, რომ ამ მხრივ მარტო არ ვარ, ეს ერთგვარი საყოველთაო შემოწმება იყო აკრძალული საშუალებების მოხმარებაზე, რომელშიც ბევრი ჩემი კოლეგა მოხვდა, მაგალითად ჩემი მეგობარი, მურად ილდიმირი და მისი მეუღლე. ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ჩვენი დასვენება ესპანეთში, რომლის დროსაც ამ შემოწმებას ქონდა ადგილი, რა თქმა უნდა გაფუჭდა.