უთხარი თბილი სიტყვები ადამიანებს, გაეცი სითბო და დადებითი ემოციები; გაამხნევე და ანუგეშე ადამიანი, ამით არ გაღარიბდები, არაფერი დაგაკლდება, სამაგიეროდ ვიღაცას სიცოცხლის ერთ დღეს გაულამაზებ, ცხოვრების ხალისს და რწმენას დაუბრუნებ.
/ ია კარგარეთელი /
მიყვარხარ ეს სიტყვა
ვერ იტევს იმ გრძნობას..
რასაც შენს მიმართ
ყოველ წამს განვიცდი..
ათასი წელიც რომ გავიდეს
უშენოდ ..შენი ვარ ..
მე მაინც ათასჯერ დაგიცდი
შენ ჩემი სუნთქვა ხარ
სულის ხარ ნაწილი
სითბო ხარ ჩემს გულში
წვეთებათ ჩაღვრილი.
ნატვრა ხარ ოცნება
ზეცამდე აწვდილი
და გრძნობა ბედნიერ
ცრემლებათ დაღვრილი....
ლოდინი, ლოდინი, გაუთავებელი ლოდინი. არ მოგბეზრდა? რას ელოდები? რატომ ელოდები? გავიდა დრო. მიდის წლები. გგონია თავისით მოვა რასაც ელი?
ან იქნებ გგონია რომ მიუღწეველია შენი ოცნება? რატომ არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული? ადექი ახლავე, ადექი და ცადე. შეიძლება ერთხელ არ გამოვიდეს. მეორედაც ვერ შეძლო, მაგრამ არ დანებდე. ჯობია მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრჯერ წაიქცე, მუხლები გადაგიტყავდეს, ვიდრე ერთ ადგილას უსაფრთხოდ იდგე და ელოდო. შესაძლოა გზად სხვა უფრო საინტერესო რამ შეგხვდეს. გამოდი კომფორტის ზონიდან. ფართოდ გაახილე თვალი. ღრმად ჩაისუნთქე ჰაერი და წინ ახალი გამოწვევებისკენ. იმოძრავე, არ გაჩერდე
მე შეიძლება არ ვარ ყველაზე კარგი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ "ვითომ მეგობარი", "ვითომ მესაიდუმლე" და "ვითომ გულახდილი", თუ ადამიანს მეგობრად ვთვლიდი, მას ბოლომდე გვერდით ვედექი, თუ ვამბობდი, რომ მიყვარდა, ამ სიყვარულის ერთგულიც ვიყავი... ყოველთვის ვიყავი გულწრფელი, მაშინაც კი, როცა ვიცოდი, რომ ეს თვისება თავადვე მატკენდა გულს.
დრო და დრო რომ ახსენდები ადამიანს ეგ სიყვარული არ არის; როცა მართლა უყვართ ინტერესდებიან იმ ადამიანის შესახებ ყველა წვრილმანით - როგორ ჩაიარა მისმა დღემ, როგორ განწყობაზეა; რა გზას გადის ცხოვრებაში და რა ოცნებები დააქვს გულით... ვინც მართლა უყვართ იმას ხელს არ უშვებენ და მარტოობას არ აგრძნობინებენ.
"წადიო რომ ეტყვი და მაინც რჩება აი ეგაა სიყვარული, ცუდად რომ ხარ და გვერდში დაგიდგება აი ეგაა სიყვარული, სხვას რომ არასდროს გამჯობინებს აი ეგაა სიყვარული, რომ ვერ თმობ ვერაფრის გამო აი ეგაა სიყვარული, სიკვდილის რომ გეშინია მისი თავი არ წამართვასო, აი ეგაა სიყვარული, რომ იცი არ მოვა და მაინც ელოდები აი ეგ მგონია მე სიყვარული"