იღლები იმ ტვირთის ტარებით, ცხოვრებამ რომ აგკიდა,
იღლები მოჩვენებითი ღიმილებით, მოჩვენებითი კარგად ყოფნით და უბრალოდ გინდა სადმე შორს გაიქცე…
გაიქცე ყველასგან და ყველაფრისგან, საკუთარი თავისგანაც, სარკიდან რომ შემოგცქერის დაღლილი და სევდიანი თვალებით…
იქ გინდა გაიქცე, სადაც ამდენი პრობლემა, პასუხისმგებლობა და სადარდებელი არ დაგხვდება,
იქ, სადაც სიცოცხლის მშვენიერებით დატკბები და ძველებურად, უდარდელად გაიღიმებ…
ჰო, გინდა რომ გაიქცე, დროებით მაინც, მაგრამ… რაც შენი გასაკეთებელია იმას სხვა ვერ გააკეთებს, შენს გზასაც სხვა ვერ გაივლის, ამიტომ… ისევ ღიმილით იმშრალებ ცრემლებს, შენს დაღლილ “მეს” ეხუტები და უმეორებ: “მე შენთან ვარ, ყველაფერს შეძლებ, ყველაფერი კარგად იქნება”!
❤️
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2