მე ვწერ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩემს სულში ჩაიარეს...
და ვისაც რაც შეეძლო ის დამიტოვა ზოგმა სევდა, ზოგმა სიხარული, ზოგმა გულგრილად ჩამიარა,ზოგმაც სიყვარული შემომაშველა...
ბედნიერება მხოლოდ ის კი არ არის შენზე რომ ზრუნავენ, სხვაზე რომ ზრუნავ, სხვის ცხოვრებას რომ აფერადებ და ალამაზებ ეგეც ბედნიერებაა,
შენი სახელის გაგონებისას ვიღაცას გულში იმედი და სიხარული რომ ეღვრება, ეგეც ბედნიერებაა...
სიცოცხლე მხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულებას არ უნდა მოახმარო, ზოგჯერ იმისათვის, რომ სიცოცხლის მშვენება შეიგრძნო საჭიროა თავად გახდე იმედი სხვისთვის...