"ყველას რადა ჰკლავ სიკვდილო,
თვითონა რად არა კვდებიო?
შენ ვერც ბუნება გაშინებს
ვერც ეს დიდრონი მთებიო
რამდენი გმირი ჩაყლაპე,
შენ მაინც ვერა ძღებიო
ერთიღა დაგრჩა - სახელი
ვერაფერს ვერ უშვებიო.
სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,
ვერც საუკუნო წლებიო,
სახელი ქვეყნადა რჩება,
მიწას – ლეში და ძვლებიო.
ორთავესა ჰყავ პატრონი
ვერც ერთს ვერ შაეხებიო,
გმირებს ნუ შეეჭიდები,
სიკვდილო, დამარცხდებიო!"