აღარ შემიძლია, როცა მგონია აღარ მიყვარხარ სწორედ მაშინ მკლავს შენი სიყვარული. ვერ გშორდები, ვერ გელევი. ეგოისტურად ვერ გიმეტებ სხვისთვის.
შენ გგონია რომ იმის გამო ვეჭვიანობ ვინმეზე ჩემზე ლამაზი , ან ჩემზე კარგი რომ „მომეჩვენება“ მაგრამ არა ჩემო, მე მხოლოდ იმიტომ ვეჭვიანობ, რომ შენ ცხოვრებაში ჩემი ადგილი არააა. შენ ყველას შგიძლია აჩუქო შენი გული და სამაგიეროდ არაფერი მოთხოვო, მხოლოდ ჩემთვის არ გემეტება . ალბათ იმიტომ რომ მე სამაგიეროდ ჩემ გულს გაძლევ. არ იღებ „გაცვლას“.
ერთადერთო... ჩემო...
აღარ შემიძლია...
მინდა რომ მეზიზღებოდე, მინდა რომ არ მადარდებდეს არც ერთი შენი სიახლე. მინდა რომ ყველა მესიჯის ხმაზე გული ასე გამალებით არ მიძგერდეს, შენს მოლოდინში, კარგო.
არც ის მინდა ამის აღმოჩენის მე
თვრამეტი წლისვარ,
დღემდე ორი ოცნება მაქვს დარჩენილი,
პირველი,
ვიპოვო საკუთარი თავი,
მეორე,
ვიპოვო ის ,
ვისაც გულრწფელად ვეყვარები.ვაცნობიერებ იმას,
რომ ორივე ოცნება,
ერთმანეთზეა დამოკიდებული,
ორივე ოცნებაში "პოვნა" არის საჭირო,
მაგრამ მე,
რატომღაც ვკარგავ,
ყველას და ყველაფერს,
ვკარგავ.
ვკარგავ იმათ,ვის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომედგინა,
ახლა კი,ვერწარმოვიდგენია მათან ერთად როგორ ვიყავი.
ვკარგავ სიხარულს,
გამიჩვეულებრივდება ეს გრძნობა,
ადრე რაც მახარებდა,
ახლა ვხდები რომ არანაირ განცდას არ მანიჭებს.
ვკარგავ ბავშვობის მეგობრებს,ბავშობასთან ერთად.
ვკარგავ მწვანეთვალება ბიჭს,
რომელიც ბავშობიდან მიყვარდა,
ვკარგავ იმიტომ რომ საკუთარი თავი ვერ ვიპოვე,
ვკარგავ სამშობლოს,
რომელიც არც არასდროს ყოფილა