Предыдущая публикация
გზად მიმავალს ამეკიდა
სიყვარული მთვრალი,
მოღიღინე,მხიარული,
მწველი ცეცხლის ალი …
- გამეცალე,
შე უღმერთო,
მომაბეზრე თავი!
ნეტა რას გადამეკიდე,
რად დამადგი თვალი…?!
რახანია გადავრაზე
ჩემი გულის კარი,
ცალ ხელს მახვილი მიპყრია,
ცალით კიდევ ფარი,
სული ისევ შეშფოთდა და …
კვლავ განგაშის ზარი …
ჯერ ძველი ვერ მოვიშუშე
ჩემი გულის ბზარი …
მზე ღრუბლებში დაიმალა,
ამოვარდა ქარი,
ცად აიჭრა სიყვარული,
სიყვარულით მთვრალი …
ყვავილებმა ცრემლიანი
ამარიდეს თვალი …
გავუყევი ბილიკს მარტო …
თმაჭაღარა ქალი …
თამარი-თამარქალი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев