'იმისი ნათქვამი "მიყვარხარ" დაიჯერე, ვისაც მუდამ ახსოვხარ; ვისაც თვალები უნათდება შენ რომ გხედავს და უყვარს, როცა სიხარულს განიჭებს.
იმისი ნათქვამი "მიყვარხარ" დაიჯერე, ვინც მიზეზებს არ ეძებს შენი ნაკლების სხვებისთვის სათქმელად, ვინც გვერდითაა ცხოვრების მხოლოდ მზიან კი არა, წვიმიან და ქარიან დღეებშიც!."...
ია კარგარეთელი.
"თავი არავის დაამცირებინო,თორემ იცოდე- ადამიანები ეჩვევიან იმას,რის უფლებასაც აძლევ.ყოველთვის დაიცავი საკუთარი ღირსება და ნურასოდეს დაგენანება შენი ცხოვრებიდან იმ ადამიანის ამოშლა,ვინც პატივს არ გცემს."
გურამ დოჩანაშვილი
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას უსამარტლოდ უტხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.