ასტურიელი კმაყოფილია გუნდის ფორმით და ოპიტიმიზმით უყურებს დღევანდელ მატჩს."შეხვედრისთვის შედარებით ადვილად მოვემზადეთ, რადგან მათთან მატჩი ჩემპიონატში ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ. ვიცით, როგორ შეგვიძლია სათამაშო ასპექტების გაუმჯობესება და როგორ შევუქმნათ პრობლემები მეტოქეს.ამ მატჩში უნდა ვითამაშოთ უფრო შეთანხმებულად, რადგან მოწინააღმდეგემ ბევრი მომენტი ვერ შექმნას.ვიცით, რომ ეს დიდებული შეხვედრა იქნება მათთვის, რადგან ისინი პირველად გავიდნენ ესპანეთის თასის ნახევარფინალში. "ვილიარეალი" შეანიშნავად ატარებს ჩემპიონატს.უნდა ვითამაშოთ იმავე ინტენსოვიბით, როგორითაც ლა ლიგის მატჩებში გავდივართ მოედანზე: ჩვენ გამარჯვება გვინდა.მთავარია, რომ მოვიგოთ და მეტოქეზე უკეთესად ვითამაშოთ, არ გავუშვათ გოლები. რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები პირველ მატჩში. თუმცა, მიუხედავად პირველი თამაშის შედეგისა, გამარჯვება გვინდა.სეზონის განმავლობაში გუნდის რამდენიმე ვერსია ვიხილეთ. თუმცა, მწვრთნელი თავისი გუნდისგან ყოველთვის მეტს ელის.კარგი შედეგები გუნდს ნდობის ამაღლებაში ეხმარება. მომწონს, როდესაც გუნდს შეუძლია რეაგირება გაშვებული გოლის შემდეგ. რესურსები გვაქვს და თოთოეულ გამოწვევას ვიღებთ ისე, თითქოს ის ჩვენთვის ბოლო ყოფილიყოს. ყოველთვის ადვილია გამარჯვება, როდესაც გუნდში ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები გყავს. მათ იციან, რომ ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ.ყოველთვის გვსურს თამაშის გაკონტროლება, მაგრამ ზოგჯერ გარემოებები სხვას მიგვითითებს, თუმცა არასდროს ვთამაშობთ დაცვით თამაშს, ნაცვლად კი გვაქვს თავისუფალი სივრცეების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებასც მეტოქე ტოვებს."ბარსაში" მუშაობის დაწყებიდან თავი კრიტიკულ სიტუაციებში არასოსდეს მიგვრძნია. სეზონის განმავლობაში რამდენიმე წაგებულ მატჩში უცნაური არაფერია.ჩვენ, მწვრთნელები, ვერ ვიღებთ სიამოვნებას მატჩისგან. როდესაც ერთი სრულდება, ფოკუსირებულები ვართ მომდევნოზე. სამწვრთნელო პოსტზე სიამოვნების შეგძნება მხოლოდ სეზონის ბოლოსაა შესაძლებელი, როდესაც დასახულ მიზნებს მიაღწევ."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев