როცა ადამიანს სჭირდები,
სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყო,
უკან დასაბრუნებელი გზის ჩათვლით
და მიხვიდე მასთან,
ერთი წუთითაც არ უნდა მიატოვო,
ერთი წამითაც არ უნდა გაიხედო სხვა მხარეს,
იქნებ, ის წუთია,
იქნებ, ის წამია _ საბედისწერო..
რადგან დრო არასდროს ჩერდება,
მიდის და მიგვითრევს,
რომ შანსი არსებობს მხოლოდ აქ და ახლა,
რომ მერე ყოველთვის გვიან არის,
რომ მერე მუდამ სინანულია,
გადაუდგმელი ნაბიჯები უფრო მეტია, ვიდრე გადადგმული,
რადგან ხრამის გვერდის ავლა მხოლოდ მანამდე შეგვიძლია სანამ წინაა,
რადგან შიგნით გადაჩეხილები,
ან უნდა ჩავიმარხოთ,
ან ამოვბობღდეთ და დამტვრეულებმა გავაგრძელოთ გზა,
რადგან მისი სიღრმე ჩვენი შეცდომებით იზომება,
რადგან მხოლოდ წარსულზე ვაგებთ პასუხს,
რადგან საკუთარ თავთან ვეღარაფრი