რა კარგი შეგრძნებაა, ქუჩაში რომ მიდიხარ და არავის არ გავხარ, უბრალოდ შენაირი ხარ, თავისუფალი, მომღიმარი..
საერთოდ არავის ,,პარავ,, არც მანერებს, არც თვისებებს, საერთოდ არაფერს...
მიდიხარ შენთვის და გრძნობ როგორ გახარებს სხვისი ბედნიერება, ქუჩაში მოწყალების სათხოვრად დამდგართან შეჩერებული, დიდხანს უყურებ მისს სევდიან თვალებს თან ჩანთაში ,,იქექები,, ზუსტად იცი რომ რაღაც ხურდები გიყრია და მაინც გინდა მისს სევდიან თვალებში სხივი დაინახო...
არ სვამ, არ ეწევი, უბრალო სუნამოს სუნი გაქვს და თმებიც ნახევრად დაუვარცხნელი სასაცილოდ გაქვს აჩეჩილი....
მიდიხარ შენთვის, ესალმები ნაცნობებს და გიხარია მათი კარგად ყოფნა ...
სულ არ გაჯავრებს რას იტყვის ხალხი ...
-ჰო! მაგათ მოსაწონს მაინც ხომ ვერაფე