საერთოდ არავის ,,პარავ,, არც მანერებს, არც თვისებებს, საერთოდ არაფერს...
მიდიხარ შენთვის და გრძნობ როგორ გახარებს სხვისი ბედნიერება, ქუჩაში მოწყალების სათხოვრად დამდგართან შეჩერებული, დიდხანს უყურებ მისს სევდიან თვალებს თან ჩანთაში ,,იქექები,, ზუსტად იცი რომ რაღაც ხურდები გიყრია და მაინც გინდა მისს სევდიან თვალებში სხივი დაინახო...
არ სვამ, არ ეწევი, უბრალო სუნამოს სუნი გაქვს და თმებიც ნახევრად დაუვარცხნელი სასაცილოდ გაქვს აჩეჩილი....
მიდიხარ შენთვის, ესალმები ნაცნობებს და გიხარია მათი კარგად ყოფნა ...
სულ არ გაჯავრებს რას იტყვის ხალხი ...
-ჰო! მაგათ მოსაწონს მაინც ხომ ვერაფერს გააკეთებ არა?!
ხელს ჩაიქნევ , სახეზე ისევ მოირგებ ღიმილს და საკუთარ თავს წასჩურჩულებ..
- არა რა ! მართლა რა კაი ,,ტიპი,, ხარ..
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 13