ნუ გიკვირს ნურც კარგი,ნურც ცუდი.
ხომ ხვდები,ცუდს უფრო ელტვიან.
ნუ დარდობ ნურაფერს,ხომ იცი,
კარგს უფრო ძლიერად ებრძვიან.
სიტყვები ხან მხოლოდ ფარსია,
ხან კიდევ ლოცვა და სალბუნი.
სითბო ხომ სიცოცხლის ფასია,
აპრილის ფერების ალმური...
ეს გზები კიდევ ბევრს წაიყვანს,
კენჭები მიდიან - მოდიან.
მდინარე დიდ ქვებს ვერ გარიყავს,
ცხოვრება სხვაგვარი მგონია!
წვიმებიც იქნება,თავსხმებით,
ხან სუნთქვით ხელისგულს გაათბობ.
ზედმეტად გულს ნურვის გაუხსნი...
სულს მაინც ნურავის გაანდობ...
/ია ნანეიშვილი/