...საფიქრალს და საწუხარს რა გამოულევს კაცს.მითუმეტეს ახლა,ამ რთულ დროში.
10 წელი გასულა.არადა თითქოს გუშინ იყო: უფროსი თაობა,მშობლები წავიდნენ.მაგრამ ასე უცნაურად,ერთ დღეს,ერთად - დიდი განცდა იყო,რთულად გასაცნობიერებელი და მისაღები.პატიოსნად იცხოვრეს,ალალად იშრომეს,ვალმოხდილნი განერიდნენ სააქაოს.უფალს დიდება, სწორედ ასეთ წასვლას ნატრობდა ორივე.
ვინ იცის,რა უფრო ძნელია - დარჩენა თუ წასვლა...ეს გულწრფელი სინანულით სავსე მოსაგონარიც „დაგვიანებული ყვავილებია“ალბათ...
ცოცხლებს მიხედეთ,ცოცხლებს !...
მოიხსენე,უფალო,სულნი გარდაცვალებულთა მონისა შენისა ტიტესი და მხევალისა შენისა ნინელასი. არ მოაკლო მათ სულებს წყალობა და კეთილმოწყალება შენი.მიუტევე მათ შეცოდებანი მათნი და მიეც