,, ნუ მოგერიდებათ, რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გადასახოთ, სადაც არ უნდა იყოთ და ვისგანაც არ უნდა იღებდეთ რამეს. წმინდანს და მორწმუნეს ეს არასოდეს ეწყინება, რადგან ამაში შენს რწმენას დაინახავს. ურწმუნოს აზრი კი შენ არ უნდა გაინტერესებდეს და, თუ მაინც ისეთ სიტუაციაში ხარ, რომ გერიდება ვინმესგან მოწოდებულს ხელით ჯერ ჯვარი გადასახო და შემდეგ გამოართვა, მაშინ თვალით და გონებით მაინც გადასახე ჯვარი შემდეგი სიტყვებით: “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ." ... წმ ბერი გაბრიელი
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო