შენ ჩემი ძველი სურნელი ხარ,რომელიც ყოველთვის დარჩება,
ჩემს სანუკვარ სურნელად.
და როცა აღარცერთი რომანტიკული სიტყვა
აღარ იარსებებს დედამიწაზე,
მე უსიტყვოდ გამახსენდება,
რომ მიყვარდა ის საღამოები,
როცა ჩვენ ერთმანეთის სხეულებში ვიკარგებოდით,
რომ მიყვარდა შენი ტუჩების გემო
და შენი ხელების არ ჩაკიდება.
მე გამახსენდება ის ჩემი თავი,
რომელიც შენ გეკუთვნოდა.
შენ ხომ ჩემი ძველი სურნელი ხარ,
რომელიც ყოველთვის დარჩება,
ჩემს სანუკვარ სურნელად."
შონ აბრამი