იტალიაში 93 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა, რომელსაც ჰოსპიტალში დიდხანს მკურნალობდნენ. მას მხოლოდ ერთი დღის ფული მოსთხოვეს სასუნთქი ვენტილიატორის გამოყენებისათვის. მოხუცი ატირდა. ექმიმი შეეცადა დაემშვიდებინა და არ ეტირა ამ თანხის გამო.მაგრამ მოხუცის პასუხმა თავად ექიმები აატირა: „მე არ ვტირი ამ ფულის გამო, შემიძლია გადავიხდო, ვტირი იმიტომ, რომ 93 წელია ღვთის ჰაერით ვსუნთქავ სრულიად უფასოდ. თქვენ მეუბნებით, რომ ერთი დღის სუნთქვა 5 000 ევრო ღირს. მაშინ. რამდენი მქონია უფლის ვალი? მე კი აქამდე მისთვის ერთი მადლობაც არ მითქვამს“.