ნანა(ნანუკა) მაისაიაგზა, რომელიც მე ავირჩიე, ეს გზა ჩემია.
ბევრი ვიარე, მასაც გავალ, რაც დამრჩენია.
მე საწუწუნო განგებაზე არაფერი მაქვს,
რადგან ცხოვრება არჩევანის განაჩენ
ცხოვრებამ სილა ბევრჯერ გამაწნა, მაგრამ არასდროს დამიკვნესია და მოლოდინით გულსავსე ფიქრში, იმედი ცრემლით დამიკემსია. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ის კი რაც იყო უკვე ძველია, აღარ დავუშვებ, რომ ის მოვიმკა, რაც არასდროს არ დამითესია. ასაკს ვუსწორებ მზერას და ვხედავ, უგულო წლები როგორ ქრებიან, ვგრძნობ, ოცნებების ახდენის დროა, სანამ ჩანაფიქრს მიმიხვდებიან. სხვა ვერ იცხოვრებს ჩემი ცხოვრებით, ის მხოლოდ ჩემი გასავლელია და მეც გავივლი ისე, როგორც მსურს იმ სიყვარულით მე რომ მჩვევია.'
იცით რას გეტყვით ზოგიეთ გზა კვალ აბნეულებს, რადგან ოდნოში ვარ,ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ავადმყოფმა, უბედურმა და დაკარგულმა მეგობრობა გამომიგზავნოთ,ნამდვილად არ მჭირდებით ასეთები,რადგან ოდნოში მყავს საუკეთესო მეგობრები და იმისთანა ქმარ შვილი და ოჯახი,რომ არც კი დაგესიზმრებათ....ამიტომ ასეთებმა გააჭვით და გასრიალდით რაა......
ეცადეთ,იპოვოთ თქვენი შესაფერისი ადგილი თქვენს სამყაროში......
,,მთელი ცხოვრება დაკარგულ, საკუთარ ქალობას მისტიროდა... წავიდა უცხო ქვეყანაში და სხვის მსახურებაში უფრო მეტი შვება ნახა... გალამაზდა, ჩაიცვა, აისხა, გაანათა, როგორც იქნა ქალად იგრძნო თავი...
მაგრამ ვერ გაბედნიერდა,
თვალებში სინათლე ჩაუქრა,მონატრების ღრმა ტბებით გაევსო მზერა..
დამალა საკუთარი სისუსტე და ბოლოს სიძლიერედ გადააქცია...
ვერ გაუგეს,
არ მოუსმინეს,
- მანდ ჯობიაო, აქ რა უნდა გააკეთოვო?
ეგეც კი უთხრეს..
მიალურსმეს შორს ყოფნის ხვედრი...
უსასრულოდ...
და მოჩვენებითი სიხარულის თეატრში, მთავარი როლი არგუნეს...
იქნებ ამ ყველაფრის შემოქმედს, სცენარის შესწორება დაავიწყდა...
წერტილ-მძიმე გაასწორა, ხან სად შეასვენა, ხან სად გააოცა, ხან სად აატირა... მაგრამ შინაარს ხელი არ ახლო...
ბოლოს კი სა
უთხარი სხვას ის, რისი გაგონებაც შენ გაგაბედნიერებდა. აჩუქე სხვას ის, რაც შენც მოგეწონებოდა. მოექეცი შენს გარშემომყოფთ ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ. აკეთე სიკეთე, ანგარების და მოლოდინების გარეშე. ერთ დღეს, როდესაც ცხოვრების ფერხულში ჩაბმული წაიბორძიკებ, შენს მიერ გაცემული სიკეთე შემოგეხიდება, ხელს წაგაშველებს, არ მოგცემს დაცემის საშუალებას. იცოდე, სამყარო არ ივიწყებს არაფერს.
არასოდეს მეგონა, რომ იმ ძლიერ ადამიანად ვიქცეოდი, დღეს რომ ვარ. თურმე ცხოვრებას უამრავი სიურპრიზი აქვს გადანახული ადამიანისთვის... ბევრ რამეს გამოგატარებს, სიმწრის ცრემლსაც გაჩუქებს და სიხარულისასაც, ფსკერამდეც ჩაგიყვანს და მიწიდან ყვავილივით მოგწყვეტს ბედნიერებისგან... მერე კი? მერე ძაილიან ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანად გაქცევს, რომელსაც აღარ ეშინია, რადგან ცხოვრების ბევრ გაუსაძლის გამოცდას გაუძლო... ჰო, საკუთარი თავის თავადაც გაგიკვირდება, ამდენი რამ როგორ გამოიარე...
,,ასაკს ვერ ვგრძნობ. ადრე ვდგები, ცოტას გავივარჯიშებ. იოგის სუნთქვითი ვარჯიშით ვსუნთქავ. დიეტა არც ვიცი, რა არის. ორგანიზმი გვკარნახობს როდის, რა ვჭამოთ. მე ცოტა მაკმაყოფილებს. ცოტას ვიკვებები. ვარ სულ ფორმაში. სახლში თვალებს ვიღებავ და ოდნავ პომადას ვისვამ. პომადა რომ არ წავისვა, ჩამქრალი ვარ, ვმოძრაობ...
იმედით ვცხოვრობ. არავითარ შემთხვევაში არ ვკარგავ იმედს. ვცდილობ მივყვე დროებას. უბრალოდ პოზიტივი და პოზიტიური განწყობა. აბა, რა! არ უნდა იყო ბოღმისგან დამხრჩვალი, თავი უნდა გაათავისუფლოთ ნეგატივისგან. ცხოვრებაში ეძებეთ თქვენზე უკეთესი და თქვენც კარგად იქნებით. უკან კი არ უნდა დაბრუნდე, წინ უნდა იყურო და კარგი დაინახო. კარგის დანახვით შენც კარგი გემატება."