როცა გამიჭირდა,არვის არ ვუნდოდი...
გული რომ მტკიოდა,ყველას გავურბოდი...!
ცრემლი რომ მდიოდა,ტყუილად არ ვტიროდი...
რამე თუ მტკიოდა,მხოლოდ მე ვჩიოდი...!
როცა ვიღლებოდი,ნუ გაჩერდებიო...!
წასვლა თუ მინდოდა,სად მიეთრევიო...!?
რამე თუ მინდოდა,ხვეწნა სად არისო...?!
სითბო თუ მინდოდა,შენთვის არ არისო...!
გვიან ვიღვიძებდი,აი ზარმაციო...!
სულ არ ვიძინებდი,მგონი ვერ არისო...!
თუკი ვიცინოდი,შენ ვის დასცინიო...?!
რამეს რომ ვიტყოდი,დროზე გაჩუმდიო...!
გზაზე წავიქეცი...არვინ შემეშველა...
გარეთ გავდიოდი...კარი ჩამერაზა...
ცხოვრება ცრემლებად",ასე დამეწერა....
დასრულდა უკვე ჩემი წამები,
თუმცა მინდოდა თქვენთან ცხოვრება,
ცრემლით ავავსე თქვენი თვალები,
დღეს დადგა ჩემი ფერისცვალება.
მივდივარ,მაგარამ გიტოვებთ ღიმილს,
გშორდებით,მაგრამ გიტოვებთ სითბოს,
გთხოვთ,ნუ დაიწყებთ ჩემს გამო ტირილს,
მე ცრემლს კი არა,სიყვარულს ვითხოვ,
თუ მომისაჯეს შორს თქვენგან ყოფნა,
მოგონებებში ხომ თქვენთან ვრჩები?
დავითვლი თქვენთან დარჩენილ წამებს
და ზაფხულს ვაქცევ ზამთრის სიცივედ,
ვიცი უჩემობით რომ გაგაწამებთ
და ჩემზე ფიქრებს ვერ მოიცილებთ,,
ხოდა აავსეთ ღვინით ფიალა
და ლექსად შესვით შესანდობარი,
არ დაივიწყოთ ჩემი სახელი,
ქარმა წაიღოს ცრემლი და გლოვა,
და თქვენს ნაღვლიან ლამაზ თვალებში
მე სიხარულის ცრემლებად მოვალ...