ნუ დამძრახავთ...
ნუ დამძრახავთ ჩემებურად გადმოცემულ ლექსის თხრობას,
ასომთავრულ და ნუსხურზე თუ ვერ ვრითმავ მხედრულ წყობას.
ნუ დამძრახავთ თუ ვერ ვამბობ ფარნავაზის მწიგნობრობას,
ძველ ქართულად ცურტაველის ოსტატურად მხატვრულობას.
ნუ დამძრახავთ თუ ვერ ვიტყვი შოთასეულ შაირობას,
თუ ვერ ვრისკავ სატრფოს გამო ტყეში ვეფხვზე ნადირობას.
ნუ დამძრახავთ
თუ ვერ ვყვები დავითიანს ცოდნის მხოტბარს,
თუ ვერ ვაქებ ცად აზიდულ
ნიკორწმინდის
ლექსის ლოტბარს.
ნუ დამძრახავ -შენ,მეეტლევ... მერანმა თუ გზად დაგტოვა!
ტატომ ქართლზე მწუხრი ფიქრის- განსასვენი მტკვრის პირს ჰპოვა.
ნუ დამძრახავ მეჩონგურეს თუ გაუწყდა სიმთა ტკბობა,
თუ სულიკოს დღეს უშლიან აფხაზი და ოსის ძმობას.
ნუ დამძრახავთ აღსარებას რაც პიპასთან მეფეს ჰქონდა
მე არ ვედრები ბუნებით მგოსანს,
ვერც ბანს დავაწევ ილიას,შოთას,
ან როგორ მივწვდე ვაჟას და კოსტას,
გალაკტიონის გენია პროზას.
,,ვერ ეწევაო სიკვდილი ოსტატს"
მკლავი მოჰკვეთეს ხელოვან მოძღვარს
და სვეტიცხოვლის უკვდავ სალოცავს,
უტას სვეტები,თაღები მოსავს.
აქ სიყვარული სხვაგვარი მოგვსდგამს,
მიჯნური რაინდს გმირობას სთხოვდა,
ბაგეთა კრთომა,შორიდან ტრფობა,
ამაღლებული და წმინდა გრძნობა.
მე სხვა უფლება არავინ მომცა,
როცა აკაკის ,,გამზრდელი" მმოძღვრავს,
ხმელი წიფელის ფესვები მომდგამს,
მე ვარ ამაყი თამარის მოდგმა.
ბედის ირონია
როცა გამიჭირდა,ყველას გავურბოდი,
თუმცა არც არავის ვუნდოდი
თუკი დავიღალე,რაზე გაჩერდიო
და გზას ყველა გამვლელს ვუთმობდი.
თუ რამეს ვიტყოდი,შენ აზრს ვინ გკითხავსო,
შემდგომ არც არაფერს ვუბნობდი,
ტირილს ვნატრულობდი თავისუფლად,
შიშით ცრემლებს უკან ვუხმობდი.
ზამთრის სუსხი იყო,სითბო მოვინდომე,
გაციებულ ხელებს ვითბობდი,
სკამი გამომიღეს შენი არ არისო
წაქცეული შველას ვის ვთხოვდი?
ფიქრად გავქცეულვარ სულით გაძარცვული,
ნაცნობ ქუჩებს ტკივილს ვუთხრობდი,
იქვე დავკარგულვარ,გონებას ვძაბავდი,
მთვარე გზას მიკვლევდა ვურცხვობდი.
დილით წამეთვლიმა მზის შუქს ვეღარ მივხვდი,
მიწოდეს ზარმაცი, უნდობი,
რომ არ დავიძინე ,ახლა ვერ არისო ესე უპასუხოდ ვუთმობდი.
გარეთ გამოვედი კარი ჩამერაზა, ყველას ეგონა რომ ვტ