- რას ნანობ ყველაზე მეტად?
- რას ვნანობ?... დუმილს და უმოქმედობაში დაკარგულ ულამაზეს წლებს... სხვისი გულის გაფრთხილების მცდელობაში დამჩნეულ იარებს საკუთარ გულზე და ბევრი ნერვიულობისგან გაფუჭებულ ნერვებს... რას ვნანობ? უთქმელობას, ყოველთვის რომ სიჩუმეს ვირჩევდი - აი მაგას, რადგან ახლა სინანულის გრძნობას ვეღარ ვიშორებ... თავის დროზე რომ ჩემი სათქმელი მეთქვა, ახლა ალბათ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი და სხვანაირი ვიქნებოდი მეც...