მზის ჩასვლა.
მზის ჩასვლისას არ მინდოდა მარტო ყოფნა,
შენ მინდოდი, რომ მყოლოდი გვერდით.
სულ ცოტათი რომ გეფიქრა ჩემზე, ცოტა
იქნებოდი თუნდაც წუთით ერთით.
ვოცნებობდი ვყოფილიყავთ ორნი ერთად
და გვეცქირა შეწითლებულ ცისთვის.
მინდოდა, რომ მივყრდნობოდი
შენს მხარს მეტად,
ჩემი სითბო გადამეცა მისთვის.
თუმც ვერც ამ დღემ ამისრულა ჩუმი ნატვრა,
გელოდი და არ მოხვედი ისევ.
ცრემლის წვეთი წამწამებში ისევ გაძვრა
და მზის ჩასვლა ნოსტალგიით მიტევს.
უშენობამ დაუკარგა ფერი ზეცას,
ცრემლმა თვალი ჩაუწითლა ცისფერს.
ეს სურვილი არ ახდენილ ნატვრად მექცა
და გული კვლავ სევდიანად მიძგერს.
,, ეთო". აგვისტო? 2022.
სადღეგრძელო...
სიყვარულით სავსე თვალებს ვადღეგრძელებ,
ვარსკვლავებს და მზის სითბოს,
რომ ასხივებენ.
მოლოდინით, მონატრებით ავსებულებს,
გულს რომ კრძალვით, მოფერებით
აღვიძებენ.
ვიკადროთ და ფეხზე ავდგეთ, ძვირფასებო,
სიყვარულსაც ვადღეგრძელებ სიყვარულით.
თვალში რომ ჩანს გულს ჩამწვდომი,
სანაქებო,
რომ გაგზრდის და ცას მიგაწვდენს
სიხარულით.
გაუმარჯოს სარკესავით სუფთა თვალებს,
რომ შეძლებს და ჩაისახლებს
შენს ერთ ქალღმერთს.
ერთგულებით გიასკეცებს გულში ნადებს
და შენს გრძნობას შეავედრებს
ხატებს და ღმერთს.
ვადღეგრძელოთ ის თვალები, შენ რომ გხატავს
შეყვარებულს სითბოთი და ვარსვლავსავსეს.
მონატრებას რომ ასხივებს, სათნოდ გავლენს
და შენს გრძნობას უპირფეროს
აჩენს თავსვეს..
,, ეთო" ივლისი. 2022.
სადღეგრძელო...
სიყვარულით სავსე თვალებს ვადღეგრძელებ,
ვარსკვლავებს და მზის სითბოს,
რომ ასხივებენ.
მოლოდინით, მონატრებით ავსებულებს,
გულს რომ კრძალვით, მოფერებით
აღვიძებენ.
ვიკადროთ და ფეხზე ავდგეთ, ძვირფასებო,
სიყვარულსაც ვადღეგრძელებ სიყვარულით.
თვალში რომ ჩანს გულს ჩამწვდომი,
სანაქებო,
რომ გაგზრდის და ცას მიგაწვდენს
სიხარულით.
გაუმარჯოს სარკესავით სუფთა თვალებს,
რომ შეძლებს და ჩაისახლებს
შენს ერთ ქალღმერთს.
ერთგულებით გიასკეცებს გულში ნადებს
და შენს გრძნობას შეავედრებს
ხატებს და ღმერთს.
ვადღეგრძელოთ ის თვალები, შენ რომ გხატავს
შეყვარებულს სითბოთი და ვარსვლავსავსეს.
მონატრებას რომ ასხივებს, სათნოდ გავლენს
და შენს გრძნობას უპირფეროს
აჩენს თავსვეს..
,, ეთო" ივლისი. 2022.