გზა აბნეული ღვთისკენ წავედი -
მთელი ცხოვრება ვეძებდი უფალს,
მე ვერ გამიგეს -
მაგრამ ერთ დღესაც -
მე საქართველო მიწოდებს წმინდანს...
მოდით, ილოცეთ -
ლოცვა მთებს დაძრავს,
მე კი ზეციდან დაგეხმარებით
ახსენეთ ჩემი სახელი, მოვალ -
მე არ მოვკვდარვარ გარდაცვალებით...
მე ვქადაგებდი უფლის დიდებას,
მდევნიდნენ, მსჯიდნენ,
მეძახდნენ შლეგსაც,
საპყრობილე და საფლავი მქონდა -
მრავალი წელი მშობლიურ სახლად.
მოდით, დამადგით ფეხი
საფლავზე -
შენდობა თქვით რომ
გახსოვდეთ მარად,
საქართველოა წმინდა სავანე,
უკვდავებაა ქართველი თავად...
მთელი ცხოვრება ვეძებდი უფალს -
მქონდა ხილვები ნებადართული,
მე არ მოვმკვდარვარ -
ავმაღლდი ზეცად -
რომ აღვავლინო თქვენთვის ლოცვები...
მამა გაბრიელის
მადლი და ძალა
შეგეწიოთ და
გფარავდეთ 🙏🙏
-


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев