ბოლო პერიოდში მას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაცილებით გაუარესდა. სამწუხარო ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ტიტოს ოჯახმა.ხუთშაბათის დილიდან, "ბარსელონას" ექს-მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა იმყოფებოდა Hospital Quiron-ში, სადაც გადაიყვანეს კუჭის ტკივილების შემდეგ გამოკვლევების ჩასატარებლად. ექიმების ძალისხმევა დაემარცხებინათ მძიმე დაავადება, ფუჭი გამოდგა. მან ტიტო ვილანოვა შეიწირა.ტიტოს გარდაცვალებით "ბარსელონამ" და მთლიანად საფეხბურთო სამყარომ დაკარგა უნიკალური პროფესიონალი, რომელსაც ძლიერ აფასებდნენ და რომლის სახელიც ისტორიაში ჩაიწერება, როგორც წარმოუდგენელი მებრძოლი და გამარჯვებული. დღეს ის ითვლება საუკეთესო "ბარსელონას" ისტორიის ერთ-ერთ მთავარ გმირად.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев