სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა- ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავისასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.ორბელიანი ჭაბუკობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო
როცა გამიჭირდა,არვის არ ვუნდოდი...გული რომ მტკიოდა,ყველას გავურბოდი...! ცრემლი რომ მდიოდა,ტყუილად არ ვტიროდი... რამე თუ მტკიოდა,მხოლოდ მე ვჩიოდი...! როცა ვიღლებოდი,ნუ გაჩერდებიო...! რამე თუ მინდოდა,ხვეწნა სად არისო...?! სითბოთუ მინდოდა,შენთვის არ არისო...! გვიან ვიღვიძებდი,აი ზარმაციო...! სულარ ვიძინებდი,მგონი ვერ არისო...! თუკი ვიცინოდი,შენ ვის დასცინიო...?! გზაზე წავიქეცი...არვინ შემეშველა... გარეთ გავდიოდი...კარი ჩამერაზა... ტყუილი დამბრალდა...ყველამ დაიჯერა... ცხოვრება ცრემლებად",ასე დამეწერა.
ას I-ის ლაშქრობანი საქართველოში — ირან-ოსმალეთს შორის 1590 დადებული ზავით ამიერკავკასიაში ოსმალები გაბატონდნენ. 1603 წელს აბას I-მა დაარღვია ზავი და ომი გამოუცხადა ოსმალეთს. მისი მიზანი იყო აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან ოსმალების განდევნა, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ქართლ-კახეთის დაპყრობა; განსაკუთრებით ისწრაფოდა ხელთ ეგდო კახეთის სამეფო, რომელიც XVI საუკუნის ბოლოდან რუსეთის ხელდებული იყო. აბას I-ის მიერ ერევნის აღების (1604) შემდეგ ოსმალებმა უბრძოლველად დატოვეს ლორის, დმანისისა და თბილისის ციხეები.1608 წლის ზაფხულში აბას I ქართლში შემოვიდა. ქართლი და კახეთი ირანის ვასალები გახდნენ. 1612 წელს ირან-ოსმალეთის ზავით აღმოსავლეთი ამიერკავკასია ირანის სამფლობელოდ გამოცხადდა. აბას I-ს არ აკმაყოფილებდ