იყო და არა იყო რა.... იყო ერთი და ერთადერთი, უკეთილშობილესი, უმშვენიერესი, უსაყვარლესი, საოცრად ლამაზთვალება, ფერადი გოგონა გულწრფელი ღიმილით, მწვანე გორდიდან. ერთ მშვენიერ მზიან დღეს ეს ფერადი გოგონა ასე უეცრად, მხიარულად, ნაზად და მოკრძლებით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და დღემდე მაბედნიერებს თავისი არსებობით!
მიხარია რომ შენი ზღაპრის პაატარა ნაწილში ვარ მინდა რომ შენი ცხოვრება კიდევ უფრო ზღაპრული და საოცარი იყოს, მინდა რომ სულ ანათებდე და სულ მათბობდე
შენ ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში.შენ ვარსკვლავი ხარ,ღამით ცაზე რო აინთება იმედის სახით... შენ ის ცისარტყელა ხარ,წვიმის მერე რომ გამოჩნდება ხოლმე... შენ ჩემთვის სავსე მთვარესავით ხარ,ღამით დაბნეულ ადამიანს გზას რომ გაუკვალავს..
თუ მკითხეს,როდესმე თუ ყოფილხარ ბედნიერიო,შენ გამახსენდები. შენ ხარ მიზეზი იმისა,ვის გამოც ვცოცხლობ.არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან ხარ თუ არა,ჩემს გულში შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს.შენ ხარ ადამიანი,რომელსაც შემიძლია მთელი ცხოვრება ველოდო და ესეც არ ვინანო...