ტირი? _ჰო,
ვტირი... _მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ. _გიყვარს?
_ჰო, მიყვარს... _რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა
დარდი... ქარი კი ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება: _რად გიყვარს
მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია? _დამნაშავეა,
მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია... _პატარა ქალო ნუ გადამრიე
აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია. _გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ
ნება მისია. მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად,
ნისიად.