შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას. იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი. ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და... მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო. მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან ასე არავინ დადის... მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა გასაწმენდი, სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა. მანამდე შეგიძლია მაგიდაზე მოფენილი თავსატეხებით შეიქციო თავი, ამასწინად ერთ–ერთის ამოხსნა მეც დავიწყე თუმცა ნერვები აღარ მეყო და... ჯერ რა უჭირს, პატარები და ადვილებია, თუმცა რომ გართულდებიან და გაიბერებიან, მერე რ
ნაღვენთი თაფლის სანთელის შუქზე,
მინდა მოვწყვიტო შენთვის ვარსკვლავი
უკიდეგანო სამყაროს ზღურბლზე,
ეს დედამიწაც მინდა გაჩუქო,
მთებით, ველებით, თუ რამეს ვუმზერ.
მინდა შენს ყოველ ნაკვალევს ვუძღვნა,
სადაც ფეხს შედგამ ამ მიწის გულზე,
ნამით მორთული ნაზი ყვავილი,
უხვად რომ აფრქვევს მათრობელ სურნელს.
მზეც მინდა მოგცე იმისთვის, კარგო,
რომ მოხდენილად გეკეთოს გულზე,
სიმღერა მინდა ისე გიმღერო,
იადონიც და ბულბულიც დუმდეს.
შენი სახელი მინდა ვიყვირო,
რომ ქვეყანაზე სულ ყველგან ქუხდეს,
წვიმის წვეთებიც მინდა შენ გქონდეს,
ოკეანედ რომ იქცევა უცებ,
მერე მინდა, რომ კალმით დაგხატო
აზვირთებული ტალღების ზურგზე,
ცისარტყელებით შენთვის მოვქარგო
ცისა კამარა, ღმერთების ბუდე
და ზედ კი მინდა დიდად დავწერო -
მე მას ვუყვარვარ!