ამბობენ, ადამიანი როდესაც კვდება,მხოლოდ მას შემდეგ აფასებს ყველა და უყვარდებათო,მე რომ მოვკვდე,შენც შეგიყვარდები?შენც დამაფასებ იმ სიყვარულსა და ერთგულებას რომელას სიცოცხლეში გავცემდი?.მიღირს ძვირფასო ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლი უსასრულოდ,მხოლოდ შენ გამო!
- მითხარი, ოდესმე ისე მოგნატრებია ადამიანი, რომ გეგრძნო როგორ აგტკივდა სხეულში ყველა ძვალი ერთიანად?... როგორ დაგეჭიმა ძარღვები და ყელში მობჯენილმა სიტყვებმა როგორ იშიშვლეს ხელები შენს დასახრჩობად?.. ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა მთელს ქვეყანაზე... გამანადგურებელი, ასპიტის გესლზე უფრო მომწამვლელი და მომაკვდინებელია, ცოდნა იმისა, რომ მას, ვინც სულის შეძვრამდე გენატრება, ვეღარასოდეს ნახავ.
ბევრჯერ მეწყინა და მოვითმინე... ბევრი "არაუშავს" დავმარხე... გულო, შენს ხელში ვარ - დამინახე! გულო,არასოდეს დავმარცხდეთ...! ბევრჯერ ვითომ ვეღარ გავიგონე... ბევრჯერ ბევრი იყო სათქმელი.. მაგრამ, უფლის კალთას ჩავეკონე, მუჭში ანთებული სანთელით.. სულო, შენ ხომ იცი სად გეტკინა...?! სულო, შენ ხომ იცი რის ფასად... კბილით ხორცი უნდა დაგეკბინა - როცა გზას აგებდი ძვირ -ფასად... კიდევ კარგი, ასე მამაცი ხარ ! მხოლოდ უფლის რწმენით დადიხარ... ასი ლახვარით ვერ დაგამსხვრევენ - წყალი ვერ წაგიღებს! კარგი ხარ.....!
/// ია ნანეიშვილი ///