ქართველნო! ომში გვიხმობენ სამშობლოს უნდა დაცვაო, მტერნი კარიბჭეს მოგვადგნენ უნდათ სამშობლოს დაწვაო. ბევრნი მას ძმადაც მიიჩნევს, ვშიშობ არ იცის ვინცა ვართ, წინაპართ საფლავს ვფიცავარ მათ სისხლსა დავღვრი მტკიცე ვარ. თუ სამშობლოსთვის მოვკვდები გახსოვდეთ ჩემი სიტყვები არ დაივიწყოთ მამული, რწმენა, სამშობლო, ქართული
დილის ვარდი ხარ ქალაუ, მზე რომ მოაფენს სხივსაო, სხივი მთისწვერზე მოსული, თვითონ სხივი ხარ მზისაო. ატმის გაშლილი კვირტი ხარ, წვიმა რომ დაბანს პირსაო დამწიფებული ნაყოფი ტოტებს რომ დახრის ძირსაო. ბუნების სილამაზე ხარ, შველი ირემი ტყისაო, საცქერლად ჯეირანი ხარ, ლამაზი მაღლის მთისაო!