მარტო დარჩი?! არა, აქამდეც მარტო იყავი. უბრალოდ, ადამიანების მისვლა-მოსვლა გატყუებდა... ათასი მომსვლელიდან შეიძლება მხოლოდ ერთი დარჩეს. ისიც იშვიათად. ზოგს ინტერესი კლავს, ცნობისმოყვარეობა და სიახლის წყურვილი... როგორც კი ამ პერიოდს ამოწურავს, მიდის... კარგი ეს თუ ცუდი?! რა თქმა უნდა კარგია... შემთხვევით მოსული აუცილებლად უნდა წავიდეს და შენც აუცილებლად უნდა იცოდე, რომ გადამწყვეტ მომენტში მარტო იქნები... ადამინებზე ნურასდროს დაამყარებ იმედს, თორემ ღალატის შემთხვევაში ისინი არა, შენ იქნები დამნაშავე, რადგან მათზე დიდი წარმოდგენა შეიქმენი... ერთადერთი შენს პატიოსნებას, ღირსებასა და სინდისს ენდე... დანარჩენი ,,იყო და არა იყო რა"!..
მამა პეტრე